კომეტას ორი კუდი აქვს, ცისფერი იონური ზუსტად მზის საწინააღმდეგოდ არის მიმართული და დამუხტული ნაწილაკებისგან, იონებისგან შედგება. იონური კუდის სტრუქტურების ფორმირება, სხვადასხვა იონების ამოფრქვევის განსხავავებული სიჩქარეებით არის განპირობებული, ასევე მზის ქარის მუდმივად ცვალებადი ხასიათით. თუმცა, გაცილებით უჩვეულოა C/2020 F3 (NEOWISE)-ის მტვრის კუდის ტალღოვანი სტრუქტურა. მტვრის კუდი, მზის გამოსხივებით განიდევნება, ის მრუდდება, რადგან მტვრის მძიმე ნაწილაკები უკეთ უმკლავდებიან სინათლის წნევას და მზის გარშემო, კომეტის ორბიტის გასწვრივ აგრძელებენ მოძრაობას. მტვრის კუდის შთამბეჭდავი ზოლიანი სტრუქტურების ბუნება უცნობია, ალაბთ, კომეტის 5 კილომეტრიანი ბირთვის გარსის დნობისას ამოფრქვეული მტრვის მბრუნავი ნაკადებია. ეს გამოსახულება 40 ფოტოს ციფრული დამუშავებით არის მიღებული, რომლებიც გობის უდაბნოს ბნელ ცაში რამდენიმე დღის წინ გადაიღეს. C/2020 F3 (NEOWISE)-მ დედამიწასთან უახლოესი წერტილი უკვე გაიარა, ახლა ისევ მზის სისტემის საზღვრებისკენ მიემართება (პერიოდი – 6800 წელიწადი), შეუიარაღებელი თვალით ისევ ჩანს. მნათობიდან დაშორებასთან ერთდ, მისი ელვარება შემცირდება (კომეტა C/2020 FЗ (NEOWISE) გამოჩნდა).
წლის კომეტის კუდების სტრუქტურები
Posted by