მარსზე რადიოაქტიური დასხივების რისკი არც ისე მაღალია, როგორც ადრე ითვლებოდა. მარსმავალ „ცნობისმოყვარედან“ მიღებული ახალი მონაცემები იმაზე მეტყველებენ, რომ წითელ პლანეტაზე დიდი ხნით ყოფნისათვის ეს პრობლემა წინაღობას აღარ წარმოადგენს.
მისიისას, რომელიც ერთი მიმართულებით მოგზაურობისას 180 დღე(მარსისკენ ან პირიქით) გზაში და 500 დღე წითელ პლანეტაზე ყოფნით გაგრძელდება, ადამიანი ჯამში მიიღებს რადიაციის დოზას, რომელიც 1,01 ზივერტს(Wiki) უტოლდება. ასეთია მარსმავალზე დაყენებული დეტექტორის(Radiation Assessment Detector – RAD(ცნობისმოყვარე მარსმავალი)) საშაულებით მიღებული შედეგები.
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დასხივების დასაშვები დოზა, რომელსაც ასტრონავტები მისიების შესრულებისას იღებენ, 1 ზივერტამდე შეზღუდა – ამ დროს ავთვისებიანი სიმსივნეების გაჩენის რისკი 5%-ით იზრდება.
„რა თქმა უნდა, ეს მისაღები რიცხვია“ – აცხადებს RAD-ის განყოფილების ხელმძღვანელი დონ ჰასლერი. მისი თაოსნობით ჩატარბული კვლევის შედეგები 9 დეკემბერს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მარსზე მიღებული დასხივების დოზა – 1 ზივერტი, ნასას მიერ დადგენილ სტანდარტებს აჭარბებს, რომლებიც ასტრონავტთა კიბოთი დაავადების რისკს 3%-მდე ზღუდავენ. თუმცა ეს საზღვრები დადგენილი იქნა მისიებისთვის, რომლებიც დედამიწის მახლობელ ორბიტებზე ფრენისას ხდებოდა, უახლოეს მომავალში ისინი, ალბათ, გადახედილი იქნება შორეული მოგზაურობების გათვალისწინებით, ამბობს ჰასლერი.
„ნასა, მეცნიერებათა ნაციონალური აკადამიის მედიცინის ინსტიტუტთანაც მუშაობს, რათა შეფასდეს, როგორი იქნება შორეულ კოსმოსში, მაგალითად, მარსისკენ, ფრენისათვის დასაშვები დოზები“ – დასძენს ჰესლერი.
ახალი შედეგები ყველაზე უფრო სრულ რადიაციულ მონაცემებს წარმოადგენენ ამ მომენტისთის, რომლებიც მარსისკენ მიმავალ გზასა და თვითონ მარსს ეხება. მასში შედიან მონაცემები, რომლებიც RAD-მა 8 თვიანი მოგზაურობისა და წითელ პლანეტაზე პირველი 300 დღიანი კვლევების დროს მიიღო.
RAD-ის მიერ ჩატარებული გაზომვები ენერგიული ნაწილაკების ორი ტიპის გამოსხივებას მოიცავენ – გალაქტიკური კოსმოსური სხივები, რომლებსაც წარმოუდგენელ სიჩქარეებამდე ზეახლების აფეთქებები აჩქარებენ, ასევე მზიური ნაწილაკები, რომლებიც მზის ქარის შემადგენლობაში შედიან(კოსმოსური სხივები).
ჰესლერი იმასაც ამბობს, რომ RAD-ით მიღებული ახალი მონაცემებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარსის ზედაპირზე სიცოცხლის ნიშნების მოძებნა ძალიან ძნელი იქნება. „მონაცემები იმაზე მეტყველებენ, რომ ჰიპოთეტური ცოცხალი ორგანიზმების კვალი 1 მეტრის სიღრმეზე თუ იქნება“.