ცერესის უცნაური ლაქების თავზე, კიდევ უფრო უცნაური ღრუბლის ქულები გაჩნდა. ამ ჯუჯა პლანეტის გარშემო მოძრავი ზონდის – Dawn (”განთიადი”), საშუალებით ეს ღრუბელი ადრეც დაფიქსირდა, თუმცა დღე-ღამის ერთი და იგივე დროს, რაც ფრაგმენტული ატმოსფეროს ასრებობაზე მიუთითებს, კრატერის თავზე, რომელშიც ეს ნათელი ლაქები მდებარეობს (Nature).
ყველაზე პოპულარული ვერსიის მიხედვით, ამ ლაქების სიკაშკაშე მარილებისა და გაყინული წყლის, სინათლის არეკვლის მაღალი უნარიანობით (ალბედო) არის განპირობებული. სხვა ვერსიით, ეს არის წყლის ორთქლი ან კრიოვულკანები. ლაქები სახელად SPOT 5, კრატერი ოკატორის ნახევარს იკავებს და მის ფარგლებს შიგნითაა მოქცეული.
პირამიდის ფორმის მთა ცერესზე (Dawn/NASA).
გარდა ამისა, Dawn-მა აღმოაჩინა, რომ ცერესი მოსალოდნელზე 4 პროცენით მცირე ზომისაა. გადმოცემული მონაცემები და ფოტოსურათბი არა მარტო ამ ობიექტის ბუნებასა და ისტორიას მოჰფენს ნათელს, არამედ მზის სისტემის წარსულსაც (ცერესთან ახლოს).
ვერტიკალური კედლების სიმაღლე ზოგან 2 კმ-ს აღწევს (გარჩევადობა 140 მეტრი პიქსელზე).
აფხაზური ქალღმერთის (ნაყოფიერების) სახელის მქონე კრატერი – ჯაჯა, ჯუჯა პლანეტის ჩრდილოეთ ნახევაფსფეროში მდებარეობს და 21 კილომეტრის ზომისაა. ეს ფოტო, Dawn-მა 25 იანვარს, 385 კილომეტრის მანძილიდან გადაიღო, ხარისხით 35 მეტრი პიქსელზე.