კომეტის ზედაპირზე ზონდის დაჯდომის ისტორიული მომენტიდან ერთი დღე-ღამის მერე, მეცნიერთათვის ცნობილი გახდა, რომ სრულ გაჩერებამდე, ”ფილი” კომეტის ზედაპირიდან ორჯერ ახტა და დაგეგმილი ადგილიდან – ”აგილკია”, შორს, ერთ-ერთი კლდის ჩრდილში გაჩერდა. ზედაპირზე მისამაგრებელი სამი ჰარპუნიდან მხოლოდ ორი ეხება კომეტას.
ყველაზე უფრო შემაშფოთებელი ისაა, რომ ზონდი ჩრდილში მოექცა და მზის სხივები 12 საათიდან მხოლოდ 90 წუთი ანათებენ მას. თუ ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლებმა განათებულ ადგილზე მისი გადაყვანა ვერ მოახერხეს, აკუმულატორები ორ დღე-ღამეში განიმუხტებიან. საკვლევი 10 ინსტრუმენტიდან რვა, დედამიწისკენ მონაცემებს უკვე აგზავნიან და მეცნიერები ცდილობენ სასარგებლო ინფორმაციის მაქსიმუმი ამოიღონ მათგან.
ზონდის ოთხ ინსტრუმენტს მისი გადაადგილება შეუძლიათ, სულ რამდენიმე გრადუსიც საკმარისი იქნება. სენსორი MUPUS-ი პატარა ჩაქუჩით არის აღჭურვილი: მისი ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით, საჭირო აჩქარება შეიძლება მიენიჭოს ზონდს. გადადგილებაში ჰარპუნისა და ბურღის ჩართვაც არის შესაძლებელი.
მისია “როზეტა” ევროპის კოსმოსური სააგენტოს ყველაზე ამბიციური პროექტია. მისი საშუალებით მიღებული მონაცემები, მზის სისტემის ევოლუციისა და დედამიწაზე წყლის გაჩენის გაგებაში დაგვეხმარება. მისიის მთავარი ორგანიზატორი ESA-ა, მასში კიდევ, ამერიკიდან და ევროპიდან, 14 ქვეყნის 50 კომპანიაა ჩართული.
რა კარგი სტატიაა 🙂 ეგ არაფერი, გათვლიან და გადაცოცდება 🙂