ინდური მეტეორიტი მზის სისტემის შესახებ მოგვითხრობს

 ინდოეთში ნაპოვნი მეტეორიტის – სემარკონა, ანალიზის მერე, ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა დაასკვნეს, რომ მზის სისტემის პლანეტების ფორმირებაში(ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ) მთავარი როლი მაგნიტურმა ველმა ითამაშა(Science).

 პლანეტების წარმოქმნა ახალგაზრდა ვარსკვლავების გარშემო მბრუნავ გაზურ-მტვროვან დისკოებში ხდება(ახალგაზრდა ვარსკვლავთან პლანეტები იბადებიან). მეცნიერებს აინტერესებდათ, როგორ ხდება მიკროსკოპული ზომის მტვრის ნაწილაკებისა და გაზების ერთმანეთთან შეერთება, დაახლოებით სამი მილიონი წლის განმავლობაში, მათი უფრო დიდი ზომის ობიექტებად გადაქცევით, რომლებისგანაც შემდეგ ასტეროიდები და პლანეტები ყალიბდებიან. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მზის სისტემის ფორმირების ადრეულ ეტაპებზე, ასეთი პროცესები ძლიერი მაგნიტური ველის ზემოქმდებით მიმდინარეობდა.

 კვლევის მთავარი ობიექტი, მეტეორიტი სემარკონა, 1940 წელს ინდოეთის ჩრილოეთში ჩამოვარდა. მეტეორიტის შემადგენლობაში არსებული უამრავი გრანულები(ხონდრები), ერთ დროს გამდნარი სილიკატების(სილიციუმის, ჟანგბადისა და სხვა მეტალების ნაერთების შემცველი მინერალები, გაერთიანებულნი კრისტალურ მესერში(1)) გაქვავებული წვეთებია.

 სხვა მეტეორტითა ძირითადმა ნაწილმა გარე ზემოქმედებები გადაიტანეს, მაგალითად, გადაცხელება, რამაც მათი მაგნიტური თვისებები შეცვალა. ყველა გრანულას უნიკალაური მაგნიტური ორიენტაცია გააჩნია(მაორის კოცონი დედამიწის მაგნიტურ ველზე მოგვიყვება; ვესტას მაგნიტური ველი ჰქონდა), რითაც  მისი პირვანდელი სტრუქტურის შენარჩუნებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ამ გრანულების მაგნიტური ველის გაზომვით დადგინდა, რა მაჩვენებელი ჰქონდა მას მზის სისტემის წარმოქნის ადრეულ ეტაპებზე.

 აღმოჩნდა, რომ მაგნიტური ველის ინდუქციის მაშინდელი მაჩვენებელი 5-დან 54-მდე მიკროტესლას ფარგლებში იყო, რაც თანამედროვე გალაქტიკათა ვარსკვლავთშორის სივრცეში(გველისმაგვარი ხვეულები ჩვენს გალაქტიკაში) არსებული მაგნიტური ველის მაჩვენებელს 100 ათასჯერ აჭარბებს. ამ კვლევამ გვიჩვენა, რომ დიდ კოსმოსურ სივრცეებში მტვრის ნაწილაკებისა და გაზების აჩქარება ძლიერი მაგნიტური ველითაც სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ მათგან მომავალი პროტოპლანეტების წარმოსაქმნელი მსხვილი პლანეტოშენადედები გაჩენილიყვნენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.