რა როლს თამაშობს მაგნიტური ველი ვარსკვლავთშორისი სივრცის ფიზიკაში? ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრმა – “პლანკი“, მტვრის უმცირესი ნაწილაკების გამოსხივება შეისწავლა, რომლებიც მაგნიტური ველის ზემოქმედებით ერთნაირად არის ორიენტირებული (ელექტრომაგნიტური ტალღების პოლარიზაცია). ამ მონაცემების ანალიზით, ჩვენი გალაქტიკის აქამდე უცნობი მაგნიტური სტრუქტურები გამოვლინდა, რომლებიც მთელი ცის ამ სურათზე გამრუდებული ხაზებით არის ნაჩვენები. მუქი წითელი, მტვრის მაღალი კონცენტრაციით გამორჩეული ირმის ნახტომის სიბრტყეა. უზარმაზარი რკალები მასზე, ალბათ, წარსულში გალაქტიკის ბირთვში აფეთქებული ზეახალი ვარსკვლავების ნარჩენებია. მათი ბუნება ჩვენი მზის ატმოსფეროში არსებული მაგნიტური მარყუჟების მსგავსია. გამრუდებული მაგნიტური ძალწირები, ვარსკვლავთშორისი ნეიტრალური წყალბადის ბოჭკოვან სტრუქტურებს ემთხვევა. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ გვარვიატაციასთან ერთად, გალაქტიკის ვარსკვლავთშორისი სივრცის ფორმირებასა და თვით ვარსკლავთწარმომქმნელ პროცესებში, გალაქტიკის მაგნიტური ველის მნიშვნელობა დიდია. გალაქტიკის ევოლუციაზე მაგნიტური ველის გავლენა, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში კვლევის საგნად დარჩება.
ჩვენი გალაქტიკის მაგნიტური ველი ”პლანკისგან”
Posted by