მაისის სავსე მთვარემ, რომელიც პერიგესთან (ელიფსური ორბიტის დედამიწასთან უახლოესი წერტილი) ახლოს იყო, დედამიწის ჩრდილში გაიარა. ეს მოვლენა წყნარი ოკეანის მიმდებარედ მცხოვრებმა ღამის ცის მჭვრეტელებმა დაინახეს. ამ ფოტოზე ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილიდან გადაღებული მთვარის დაბნელების მიმდევრობაა წარმოდგენილი. მთვარე სიერა ნევადას მთის უკან ჩადიოდა. ექსპოზიციის შუა ადგილი, მთლიანად ჩაბნელებული მთვარის მოწითალო ელფერის დემონსტრირებას ახდენს, ბნელი ცისა და ირმის ნახტომის ვარსკვლავებიანი ცის ფონზე. მთვარის მოძრაობა და ნაწილობრივი ჩაბნელების ფაზები, ფიქსირებული კამერით არის გადაღებული, 5 წუთიანი ინტერვალებით. წინა პლანზე კი ცისკენ მიმართულ პარაბოლურ ანტენას ვხედავთ, რომელიც ოუენს ველის რადიო ობსერვატორიის ნაწილია.
შუა დაბნელება და ირმის ნახტომი
Posted by