ანომალიური მაგნიტარი ირმის ნახტომის გარეთ

 ობიექტი CXOU J010043 ძლიერი მაგნიტური ველის (დედამიწის მაგნ. ველზე კვადრილიონჯერ ძლიერი) მქონე ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელიც რენტგენული პულსარიც არის (arXiv). მდებარეობს რა მეზობელ ჯუჯა გალაქტიკაში, მაგელანის პატარა ღრუბელი, ამ მაგნიტარსა და ჩვენს შორის გაცილებით მცირეა მატერიის რაოდენობა (column density – სვეტის სიმკვრივე), ვიდრე სხვა ცნობილ მაგნიტარებამდე, ამიტომ მისი შესწავლა მაღალი სიზუსტით არის შეასაძლებელი (კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები).

 მეცნიერებმა ანალიზი ჩაატერეს მონაცემებისა, რომლებიც ორბიტულმა “XMM-ნიუტონი” ამ ობიექტზე დაკვირვებებით 2000-2016 წლებში მოაგროვა. აღმოჩნდა, რომ მაგნიტარის ბრუნვის პერიოდი 8 წამია, რაც ასეთი ობიექტებისთვის ტიპიურია. ყოველ წამში ის 0,0176 ნანოწამით მუხრუჭდება. აქვს დიპოლური მაგნიტური ველი ძალით 480 ტრილიონი გაუსი. ასაკი, დაახლოებით 7200 წელი, ანუ ძალიან ახალგაზრდა.

 რენტგენის იმპულსებს ორი პიკი აქვს, ამ დიაპაზონის რბილ (0,3-1,3 კევ) და ხისტ (1,3-8 კევ.) ნაწილებში (რა არის ელექტრონვოლტი?). მაგნიტარის გამოსხივება ერთი მექანიზმით შეიძლება აიხსნას, მაგალითად, ე.წ. სითბური კომპტონიზაციით, როცა ფოტონების სიხშირის (ანუ ენერგიის) ცვლილება ხდება მათი გაბნევით ელექტრონებისგან შემდგარ პლაზმაზე (კომპტონის ეფექტი). ამავე დროს, პლაზმის ტემპერატურა დროთა განმავლობაში არ იკლებს, როგორც იმ შემთხვევაში ხდება, როცა სხეული განუწყვეტლივ ასხივებს, სითბოს გამმომუშავებელი დამატებითი წყაროს არ არსებობის პირობებში (ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.