ასტროფიზკოსებმა, მეორე ზემასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომლის შემომფარგლავი მატერიიდან გამოსხივებული გამა-ფოტონების ენერგია 100 გიგაელექტრონვოლტს აღემატება(nasa).
მენახირეს თანავარსკვლავედის მიმართულებით, დედამიწიდან 7,6 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა PKS 1441+25-ის ცენტრში არსებული, მზეზე 70 მილიონჯერ მძიმე ზემასიური შავი ხვრელი, მზის სისტემის ცენტრში რომ მოგვეთავსებინა, მისი მოვლენათა ჰორიზონტის რადიუსი მარსის ორბიტას გაწვდებოდა(შავი ხვრელების საიდუმლო).
ბლაზარი PKS 1441+25.
შავი ხვრელის გარშემო არსებული გაზურ-მტვროვანი დისკო, მატერიით ამარაგებს მას, რაც მიმართული გამოსხივების გაჩენის მიზეზი ხდება(ჯეტი). 2015 წლის აპრილში, მეცნიერებმა ამ გალაქტიკიდან მომავალი 40-დან 250 გევ-მდე ენრეგიის გამა-გამოსხივბა დააფიქსირეს(შედარებისთვის, ჩვეულებრივი ხილული სინათლის ფოტონების ნერგია 2-3 ევ-ს უტოლდება; რა არის ელექტრონვოლტი?).
აღმოჩენილთა შორის ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ, მაღალი ენერგიის გამოსხივებას PKS 1441+25-დან, ჯერ ორბიტალური ტელესკოპი ”ფერმი”( გამა-წვიმა კვაზარიდან) იკვლევდა, შემდეგ კი ”სვიფტი”( Swift-ის მეათასე გამა-ანთება) და სხვა ზედაპირული ობსერვატორიები.
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=AJh7fq7tYfg