ტელეპორტაციის რეალურობა ერთ-ერთ ყველაზე საკამათო თემად რჩება. ურიცხვი ნამუშევრები, რომლებიც ასე თუ ისე, ამტკიცებს ან უარყოფს ტელეპორტაციის შესაძლებლობას, იცვლება ახალი, კიდევ უფრო საკამათო და ემოციური თეორიებით(Nature).
დღევანდელი დღისთვის, არსებობს ორი სხვადასხვა აზრი – ტელეპორტაციის ორი სახეობით, შესაბამისად.
კვანტური ტელეპორტაციის აუცილებელი ეტაპია ინფორმაციის გადაცემა კავშირის ჩვეულებრივი არხით, რომელიც არ შეიძლება მოხდეს სინათლის სხივის სიჩქარეზე სწრაფად. მეცნიერები, ფოტონებზე ჩატარებული ცდების დროს ასეულობით მეტრის სიგრძის ოპტიკურ კაბელებს იყენებდნენ, ახლა არჩევანი ინფორმაციის გადაცემის ღია სივრცეზე ჩერდება.
იქმნება გარკვეული არხი(მას კვანტური ჰქვია), რომელშიც სხეული А, თავის თვისებებს გადასცემს სხეულ А1-ს, А1 დუბლირებას უკეთებს А-ს, თავისი პარამეტრებით. შემდგომ А ნადგურდება, ხოლო მისი ორეული აგრძელებს არსებობას იქ, სადაც საჭირო იყო А-ს გადაყვანა. მკვლევარებმა შეძლეს ორ ერთმანეთისგან მნიშვნელოვან მანძილზე დაშორებულ გაზის ღრუბლებს შორის დაემყარებინათ კვანტური კავშირი. ღრუბელი, ცეზიუმის მილიონობით ატომისგან შედგებოდა. ექსპერიმენტატორების აზრით, ორიგინალის ზემოქმედება იწვევს კოპირებულის თვისებების ანოლოგიურ ცვლილებას. ხდება არხების შესწავლა, რომლებშიც ინფორმაციული ნაკადები მოძრაობს, დასაკავშირებელ ობიექტებს შორის პარამეტრების ურთიერთ ცვლილება და გადაცემული ინფორმაციის სისუფთავის შემოწმება. კვლევის შემდგომი ეტაპია – თვისებების მთლიანი გადაცემა და ნაწილაკების შორ მანძილებზე ფორმირება. სხვანაირად რომ ვთქავათ, მოხდება ელემენტების ზუსტი კოპირება მათი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის გარეშე.
ატომურ ღრუბელზე უფრო დიდი ზომის სხეულთა ტელეპორტირებაზე, თანამედროვე ფიზიკა ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ყოველ შემთხვევაში, მომავალში, კვანტური ტელეპორტაცია ალბათ 4 ეტაპად მოხდება: 1) ორიგანალის სკანირება, (2) მისი „დაშლა“ გარკვეულ ინფორმაციულ კოდად, (3) კოდის გადაცემა „აწყობის“ ადგილზე, (4) ორიგინალის ზუსტი ასლის შექმნა ამ ადგილზე. ასეთი ტიპის ტელეპორტაციის საუკეთესოდ განხორციელების შემთხვევაშიც კი ვერ მოხერხდება ადამიანის ტელეპორტაცია. პირველ ეტაპზევე, ინფორმაციის დაშიფრვა და დამუშავება ძალიან დიდ დროს წაიღებს, ხოლო რამდენ ხანს არის შესაძლებელი „დაშლის“ და „აწყობის“ წერტილებს შორის კავშირის შენარჩუნება უცნობია. ხსენებულ ექსპერიმენტში ეს კავშირი წამზე მცირე დროში მოხდა. ალბათობა იმისა, რომ ასლი ზუსტად ისე აიწყობა, როგორიც ორიგინალია, უკიდურესად მცირეა. უცნობია რა ემართება მატერიას ამ დროს, როგორი იქნება კავშირი თავის ტვინის ნეირონებს შორის, რა მდგომარეობაში იქნება საერთოდ ადამიანის ცნობიერება და ა.შ.
ტელეპორტაციის მეორე მეთოდს, „ხვრელური“ ჰქვია, მეთოდი, ფანტასტიკის ჟანრს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე მეცნიერულს. ამ მიმართულების მიმდევრებს დასცინიან და მატყუარებად თვლიან.
სწორედ ადამიანის პორტირებისთვისაა ხვრელური ტელეპორტაცია მოგონილი. აქ ხდება ობიექტის უშუალო გადაყვანა, ყოველგვარი დაშლისა და აწყობების გარეშე. ასეთი პორტაცია შეიძლება მოხდეს სპონტაურად, როცა ადამიანი შემთხვევით ვარდება დრო-სივრცულ ხვრელში და სხვა ადგილზე ტელეპორტირდება, ან, მეცნიერები აგზავნიან ადამინს ხვრელის საშუალებით იქ, სადაც თვითონ უნდათ. „ხვრელური“ ტელეპორტაცია თავისუფლად ოპერირებს ჰიპოთეტური ცნებებით, რომლებიც ემეზობლება თეორიებს დრო-სივრცის არათანაბრულობის შესახებ.
როგორც არ უნდა იყოს, საფიქრალია, რომ სხეულების(არა ადამიანის) ტელეპორტაცია 50 წლის მერე ალბათ შესაძლებელი გახდება. ხვრელურის შემთხვევაში, იქამდე მოგვიწევს ცდა, სანამ ეს ხვრელები რაღაცნაირად არ გამოავლენენ თავს, ისე, როგორც ფანტასტიკურ ფილმებში ხდება ხოლმე :).