სათაურმა ცოტა დაგაბნიათ ალბათ, თუმცა ერთ ფიზიკის პროფესორს – რეთ ალაინს, ასეთი იდეა მოუვიდა, ან უბრალოდ დიდი ფანტაზიები აწუხებს. თავის სტატიაში მან სრულად ჩამოაყალიბა თუ როგორ და რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი იდეის განხორციელება. თუმცა თავიდანვე ავღნიშნავ იმ ფაქტს, რომ ამერიკის მთავრობამ უყოყმანოდ უარყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც ბევრი ფაქტორის გამო არ შეიძლება განხორციელდეს.
მოდით სულ ერთი წუთი წარმოვიდგინოთ, რომ რეალურად მართლაც შესაძლებელია სიკვდილის ვარსკვლავის აგება. საინტერესოა, როგორი იქნება ის, რამდენი რაკეტამატარებელი, რამდენი გასვლა იქნება საჭირო კოსმოსში და რა თანხებთან იქნება დაკავშირებული?
თუ კაცობრიობა კოლექტიურად შეუდგება მუშაობას, მშენებლობის 10 წელიწადში დასამთავრებლად, საჭირო იქნება: ოთხი დიდი ტვირთგადამზიდი რობოტო, რომელიც კოსმოსში ყოველ ერთ წამში უნდა გავიდეს და ყოველ წელს 5 მილიარდი დოლარი დაჭირდება ამ საქმეს. მსგავსი ტვირთსაზიდები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასაგზავნად გამოიყენება, მათ 7,2 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლიათ.
სიკვდილის ვარსკვლავი დედამიწაზე დიდი იქნება და მოსახლეობაც შესაბამისად უფრო მეტი იცხოვრებს. იდეის ავტორს საკმაოდ ბევრი უშრომია, სხვადასხვა მათემატიკური განტოლებელი შეუდგენია ამ იდეის სისრულეში მოსაყვანად. თუმცა მე მოკლედ ჩამოვაყალიბებ. თუ სიკვდილის ვარსკვლავის გარსის სისქე 10 კილომეტრი იქნება, მაშინ მისი მასა 6×1013 კგ-ს შეადგენს, რაც შეეხება ინტერიერს, ის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მსგავსი იქნება. ასევე იქნება მდელოებიც, წყაროების იმიტაციასაც შექმნიან. მოსახლეობის იქ გადასაყვანად ასევე, კოსმოსში ძალიან ბევრი გასვლა იქნება საიჭირო.
მოკლედ, სიმართლე თუ გაინტერესებთ, მის აგებას 1013 წელი დასჭირდება, შედარებისთვის დედამიწა 5 მილიარდი წლისაა, ჩვენი მზეც კიდევ 5 მილიარდი წელი იცოცხლებს, ამიტომ როცა სიკვდილის ვარსკვლავის მშენებლობა დასრულდება, ჩვენი ვარსკვლავი უკვე მკვდარი იქნება, აქედან გამომდინარე ჩვენც. სტატიის ბოლოს კი ავტორმა დაამატა, რომ ეს იყო ხუმრობა, აი ასე გაგვეხუმრა ამხელა პროფესორი კაცი.. :).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.