არწივის ნისლეულში (M16) მდებარე, რამდენიმე სინათლის წლის ზომის ცივი გაზისა და მტვრის ღრუბლები, რომლებშიც ვარსკვლავები ფორმირდება, ადრე, ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელსკოპმა გადაიღო.
ამ ვარსკვლავური აკვნის ახალი გამოსახულება, ამჯერად, ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმაც გადაიღო, რომელიც მეტი სიღრმითა და გარჩევადობის მეტი შესაძლებლობით გამოირჩევა, საუკეთესოა ამ ადგილის უფრო დეტალურად შესასწავლად. ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებულ ფოტოზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნივთიერებათა შესქელებების მოწითალო ნათება, რომლებშიც გრავიტაციული შეკუმშვის შედეგად, ახალი ვარსკვლავები იბადებიან. არწივის ნისლეულამდე მანძილი 6500 სინათლის წელია. დიდი ემისიური (მანათობელი) ნისლეულის დანახვა ბინოკლით ან სამოყვარულო ტელესკოპით არის შესაძლებელი. M16 მდებარეობს ჩვენი გალაქტიკის სიბრტყეში, ნისლულებით მდიდარ ცის ნაწილში, რომელსაც გველის თანავარსკვლავედი ჰყოფს შუაზე (ნაშალი სვეტები).