რას დაინახავდით, თუ შავი ხვრელის გარშემო ფოტონურ სფეროში იმოძრავებდით? შავი ხვრელის ახლო სივრცის ყველაზე უფრო საინტერესო ადგილი ფოტონური სფეროა, რომელშიც ფოტონები წრიულ ორბიტებზე დაქრიან. ამ სფეროს რადიუსი მოვლენათა ჰორიზონტზე 50%-ით დიდია. შავი ხვრელის ფოტონური სფეროდან გარეთ გამოხედვა რომ შეგვძლებოდა, ცის ნახევარს სრულიად შავს დავინახავდით, მეორე ნახევარს კი უჩვეულოდ ელვარეს, ხოლო შუაში – საკუთარ კეფას.
შავი ხვრელის ფოტონური სფეროდან დანახულის მოდლეირება ამ ვიდეორგოლშია წარმოდგენილი. გამოსახულების ქვედა ნაწილი ბნელია, რადგან გამოსახულების ამ ნაწილისკენ მიმართული სინათლის ტრაექტორია, ხვრელში მთავრდება, რომელიც, როგორც ცნობილია, სინათლეს არ ასხივებს. ცის ზედა ნაწილი გაცილებით ელვარედ გვეჩვენება და გამყოფ ბნელ ზოლთან მიახლოებასთან ერთად, მასში სულ უფრო მეტი და მეტი ცის ერთი და იგივე გამოსახულება ჩნდება. ბნელი გამყოფი ზოლი, ფოტონური სფეროა, საიდანაც თქვენ იყურებით. იმის გამო, რომ აქ ფოტონებს წრიულ ორბიტებზე მოძრაობა შეუძლია, თქვენი კეფიდან წამოსული სინათლე, ხვრელს შემოიფრენს და ისევ თქვენს თვალებში ხვდება. ცის არცერთი ნაწილი არ იქნება თქვენვის მიუწვდომელი, რადგან ვარსკვლავები, რომლებიც ხვრელს გარეთაა, ორბიტაზე მოძრაობისას აინშტაინის რგოლთან ელვისებურად გაირბენს, რომელიც ისევე ჩანს, როგორც ზოლი, გამოსახულების ზედა ზღვრის ქვემოთ (10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ; შავი ხვრელი; უცნაური სინგულარობა; სინათლის სიჩქარით).