ქაოსი პლუტონის თანამგზავრთა მოძრაობაში

 ნასას სპეციალისტებმა კოსმოსური ტელესკოპის – ”ჰაბლი”, დახმარებით აღმოაჩინეს, რომ ნიქტა და ჰიდრა საკმაოდ უჩვეულო ტრაექტორიებით მოძრაობენ თავიანთ ორბიტებზე.

 მეცნიერთა აზრით, თანამგზავრების ასეთი ქცევა მათზე ერთბაშად ორი ციური სხეულის, პლუტონისა და მისი სხვა თანამგზავრის, ქარონის ზემოქმედებით არის განპირობებული. ნიქტა, 50 ათასი კილომეტრით არის დაშორებული პლუტონს, ჰიდრა კი 65 ათასი კილომეტრით.

 ქაოტური ბრუნვის ეფექტს თანამგზავრთა ფორმა აძლიერებს, რომელიც ძალიან შორსაა სფერულისგან. სავარაუდოთ, პლუტონის კიდევ ორი სხვა თანამგზავრიც, შედარებით მცირე ზომებით, ასევე ბრუნავენ მოძრაობისას.

 ასტრონომიული დაკვირვებებისას, თანამგზავრების ასეთი არაპროგნოზირებადი ბრუნვა მათი ელვარების ცვლილებაში გამოიხატება. ამ ყველაფრის უფრო დეტალურად შესწავლა ამ წლის ივლისში მოხდება, როცა ამ ჯუჯა პლანეტას ავტომატურ რეჟიმში მფრენი კოსმოსური თანამგზავრი ”ახალი ჰორიზონტები” მიუახლოვდება.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=zwSFC-aPEG0

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.