მწყობრიდან გამოსული ბლოკი მექანიკური ხელისთვის (Canadarm2) მიუწვდომელი იყო, ამიტომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შეკეთებას მხოლოდ ადამიანი თუ შეძლებდა. სადგურზე მორიგე ადამიანები კი ქალები აღმოჩნდნენ – ჯესიკა მაიერი და ქრისტინა კოჰი. ეს იყო მაიერისთვის მეოთხე, ხოლო კოჰისთვის ღია კოსმოსში გასვლის პირველი შემთხვევა, ასევე პირველად მოხვდა ორი ქალი ერთად ღია კოსმოსში. სულ პირველობა კი რუს სვეტლანა სავიცკაიას ეკუთვნის (1984 წ.). კოჰი (წითელი ზოლი) და მაიერი გულდმოდგინედ შრომობენ მზის პანელებისა და კოსმოსური სიბნელის ფონზე. 7 საათიანი მუშაობის მერე, აკუმულატორების განმუხტვა-დამუხტვის ბლოკი წარმატებულად იქნა შეცვლილი (ყურადღებით:კოსმოში ქალია!; სასტიკი კოსმოსი).
ქალები ღია კოსმოსში
Posted by