ა.შ.შ. და ნიდერლანდელმა ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ფომალჰაუტი არა ორმაგი,
არამედ სამმაგი ვარსკვლავია. მასთან ახლოს მდებარე მკრთალი ვარსკვლავი М4 კლასის წითელი ჯუჯა, სამმაგი სისტემის ნაწილი აღმოჩნდა(PhysOrg).
ფომალჰაუტის მასა დაახლოებით ორჯერ მეტია მზისაზე, ხოლო მისი ადრე აღმოჩენილი კომპანიონი, ნარინჯისფერი ჯუჯა სამხრეთ თევზის TW მას 0,9 სინათლის წლით არის დაშორებული. ვარსკვლავი LP 876-10, რომელიც ახალ ნამუშევარში ფომალჰაუტის კომპანიონად ჩაიწერა, მას 2,5 სინათლის წლით არის დაშორებული და მთლიანობაში ეს სამი ვარსკვლავი ერთ-ერთ ყელაზე უფრო გაიშვიათებულ სამმაგ სიტემას წარმოადგენს. ამასთან ერთად, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ფომალჰაუტის დიდი მასის გამო, თეორიულად, კიდევ უფრო შორეული წყვილიც შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო, 6 სინათლის წლის დისტანციაზე.
აღმოჩენა, ასტრომეტრიისა(ცაზე ვარსკვლავის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა) და სპექტროსკოპიის შეთავსებით მოხერხდა. LP 876-10-ის სიჩქარის განსაზღვრით, მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ის სისტემის საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნავს. დედამიწასთან სიახლოვის გამო(25 სინ. წელი) დამკვირვებლისთვის ეს სამმაგი სისტემა ცის თაღზე უფრო მეტ სივრცეს იკავებს, ვიდრე ბევრი თანავარსკვლავედი: კუთხური მანძილი წითელი ჯუჯადან ფომალჰაუტამდე 5,5 გრადუსს უტოლდება.
ფომალჰაუტი არა მარტო იმითაა თვალსაჩინო, რომ დედამიწასთან შედარებით ახლოა და ერთ-ერთ ელვარე ვარსკვლავს წარმოადგენს ღამის ცაზე. ის პროტოპლანეტარული დისკოთია შემოფარგლული, რომელშიც პლანეტა-გიგანტი მოძრაობს. ფომალჰაუტ b ერთ-ერთი პირველი ეგზოპლანეტაა, რომლის უშოალო ფოტოგრაფირება განხორციელდა(როგორ ეძებდნენ ეგზოპლანეტებს).