მოსკოვის ელექტრონული ტექნიკის ინსტიტუტის მეცნიერი, ალექსანდრე ბერეზინი, ფერმის პარადოქსის ახლებურ ახსნას გვთავაზობს. მისი აზრით, ადამიანი მოაზროვნე სიცოცხლის ერთად-ერთი ფორმა რომ არ იყოს, უცხოპლანეტელები დიდი ხნის წინ გაანადგურებდნენ მას. უფრო მეტიც, კაცობრიობა თვითონ გაანადგურებს არამიწიერ ცივილიზაციებს, რომლებიც მომავალში გამოჩნდებიან(arxiv.org).
ფერმის პარადოქსის მიხედვით, უცხო ცივილიზაციებს მთელი გალაქტიკა უნდა დაესახლებინათ, ჩვენ კი მათ კვალსაც კი ვერსად ვხედავთ. ამის ასახსნელად მეცნიერები სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობენ: მაგალითად, კონტაქტზე გამოსვლამდე დაღუპვა, პლანეტის ძლიერი გრავიტაცია ან ტექნოლოგიური განვითარების შეჩერება. ბერეზინის ვარაუდით, ასეთი ”უიღბლო” ცივილიზაციები სათვალავშიც კი არ უნდა შევიყვანოთ პარადოქსის ახსნის მცდელობისას.
ერთად-ერთი ცვლადი, რომელიც პრობლემის განხივლისას უნდა გავითვალისწინოთ, არის ”პარამეტრი А” – დედამიწიდან გარკვეულ მანძილზე მდებარე ცივილიზაცია, რომელიც ადამიანისთვის ხილული გახდება, მისი ბუნებისა თუ განვითარების მიუხედავად. თუ არამიწიერი ცივილიზაცია უკვე არსებობს, მას დაახლოებით 100 ათასი წლის განმავლობაში მთელი გალაქტიკა უნდა აეთვისებინა და დედამიწელთათვისაც ხილული უნდა გამხდარიყო. რადგან ასე არ არის, ხსენებული პარამეტრი ნულისკენ მიისწრაფის.
”პარამეტრი А”-ს დაბალ მნიშვნელობაზე დაყრდნობით მენციერმა დაასკვნა, რომ ამ მომენტისთვის უცხოპლანეტელები არ არსებობენ, კაცობრიობა პირველია, რომელმაც ასეთ ტექნოლოგიებს მიაღწია და განვითარებას გააგრძელებს. გალაქტიკის ათვისება ძალიან დიდ რესურსებს მოითხოვს, მათი მოპოვება და გამოყენება გაანადგურებს ან ხელს შეუშლის სხვა ცივილიზაციების გაჩენას, ანუ კაცობირობას მომავალში ნებსით თუ უნებლიედ, სიცოცხლის სხვა ფორმებს გაანადგურებს.
ფერმის პარადოქსი, ანთროპული პრინციპით შეიძლება აიხსნას, რომლის მიხედვით, კაცობრიობა იმ შემთხვევაში იარსებებს, თუ ის პირველი ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაციაა. წინააღმდეგ შემთხვევში, დიდი ხნის წინათ იქნებოდა განადგურებული სხვა ცივილიზაციის მიერ, არა აგრესიული ბუნების, არამედ ისე წინ ყოფნის გამო, რომ ვერც კი ”გვამჩნევენ”(კიდევ ფერმის პარადოქსის შესახებ).