უძველესი გალაქტიკის შავი ხვრელი უჩველოდ სწრაფად შთანთქავს მატერიას

 ასტრონომებმა, საერთაშორისო ობსერვატორიიდან “ჯემინი”/NSF NOIRLab, ადრეული სამყაროს დროინდელი მცირე მასის შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც უჩვეულოდ სწრაფად ნთქავს მის ახლო სივრცეში მოხვედრილ მატერიას. მეცნიერებმა, ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპით მიღებული მონაცემები გამოიყენეს, ნაშრომი კი Nature Astronomy-ში გამოვეყნდა.

 შავი ხვრელი, რომელსაც LID-568 უწოდეს, მდებარეობდა გალაქტიკაში, რომელიც დიდი აფეთქებიდან 1,5 მილიარდი წლის მერე უკვე არსებობდა. შავი ხვრელი აკრეცირებს სიჩქარით, რომელიც 40-ჯერ აღემატება ედინგტონის თეორიულ ზღვარს — მაქსიმალურ ნათობას, რომლის დროსაც, რადიაციის წნევა და გრავიტაცია ერთმანეთს აწონასწორებს.

 ობიექტ LID-568-ის ზუსტი ინდენტიფიცირებისთვის გამოყენებული იქნა ახლო ინფრაწითელი დიაპაზონის სპექტროგრაფი NIRSpec, “ჯეიმს ვების” ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ეს მოწყობილობა, ხედვის არეში მოქცეული თითოეული პიქსელის სპექტრის მიღებით, საკვლევი ობიექტის ზუსტი მდებარეობისა და მისი ახლო სივრცის ანალიზის საშაულებას იძლევა.

 დაკვირვებების დროს, შავი ხვრელის მიდამოებიდან გაზის ძლიერი უკუდინებები იქნა აღმოჩენილი, რაც შესაძლო სწრაფ აკრეციაზე მიუთითებდა. ეს დინებები ერთგვარი გამომშვები სარქველი შეიძლება იყოს, რომელიც ექსტრემალური შთანთქმით გამოწვეული დესტაბილიზაციისგან იცავს სისტემას. შავი ხვრელის გამოთვლებით დადგენილი ნათობა მნიშვნელოვნად აჭარბებდა ედინგტონის ზღვარს, რაც ობიექტის უნიკალურობაზე მეტყველებდა.

 მიღებული შედეგები ვარაუდის საშუალებას იძლევა იმისა, რომ ზემასიური შავი ხვრელების სწრაფი ზრდა, ერთი ეპიზოდური სწრაფი კვებით შეიძლება აიხსნას, რითაც აიხსნება სამყაროს ადრეულ ეტაპებზე წარმოქმნილი მასიური შავი ხვრეელბის არსებობის საიდუმლოც (ადრეული სამყაროს ზემასიური შავი ხვრელი).

 ასტონომები კვლევის გაგრძელებას “ჯეიმს ვების” გამოყენებით გეგმავენ, რათა უფრო დეტალურად შეისწავლონ მექანიზმები, რომლებიც ამ ექსტრემალურ პროცესებს მართავს (დიდი აფეთქება, “ჯეიმს ვები” და “პანიკა”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.