კალიფორნიის ობსერვატორიის ასტროგრაფიულ გუმბათში, PANOSETI-ს ორი ახალი ნახევარმეტრიანი ტელესკოპი მოათავსეს, რომლთა დანიშნულებაა არამიწიერი გონიერი არსებებისგან გამოგზავნილი ოპტიკური სიგნალების დაფიქსირება.
PANOSETI – ცის პულსირების სკანირება ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში SETI (არამიწიერი ცივილიზაციების სიგნალების ძებნა) – 160 ტელესკოპისგან იქნება შემდგარი, რომლებიც უცხოპლანეტელი მოაზროვნე არსებების მოღვაწეობის კვლების დანახვას შეეცდება.
პროქტის წევრთა თქმით, როცა PANOSETI-ს ფორმირება დასრულდება, ის პირველი სპეციალიზირებული ობსერვატორია იქნება, რომელიც ოპტიკური და ინფრაწითელი წყაროების გამოსხივების მუდმივ კონტროლს შეძლებს.
PANOSETI-ს ორი ტელესკოპის დამონტაჟებით ახლადგარემონტებულ ასტროგრაფიულ გუმბათში, არამიწიერი გონის ძებნის ახალი ერა იწყება. პროექტის წევრისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის SETI-ს ცენტრის მთავარი ტექნოლოგის, დენ ვერთჰიმერის თქმით – “აკვირდებიან რა ასტრონომები კოსმოსის შეუსწავლელ სივრცეებს, ისეთ რამეს აღმოაჩენენ ხოლმე, რომელიც არც კი უწინასწარმეტყველებია ვინმეს. PANOSETI-ს, ახალი ასტრონომიული მოვლენების აღმოჩენა შეეძლება, მათ შორის, გონიერი არსებების მიერ გამოგზავნილი სიგნალებისაც”.
პროექტის მიზანია, ძალიან მოკლე, თუმცა ძლიერი სიგნალების რეგისტრირება, რომლებიც არამიწიერი ცივილიზაციებისგან შეიძლება მოდიოდეს – “რადგან ისინი ისეთი მოკლეა, და ალბათ, იშვიათი, რომ ცის დიდ ნაწილზე მოგვიწევს დაკვირვება დიდი დროითი ინტერვალებით”, ამბობს ვერთჰიმერი (უცხოპლანეტელთა კოსმოსური ნაგებობები…).