ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, გამა-სხივების ახალი წყარო აღმოაჩინა, რომელიც ზეახალ G24.7+0.6.-თან ახლოს მდებარეობს. გამოსხივების წარქმოქმნის მექანიზმი, რომელიც ლამის ასი სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება(Phys.org).
წყარო სახელად MAGIC J1835-069, დედამიწიდან 16,3 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მასთან დაკავშირებული ზეახალის ნარჩენი, ე.წ. შერეულ ტიპს ეკუთვნის, რომლისთვისაც სწრაფად გაფართოებადი გარე გარსია დამახასიათებელი, უძლიერესი ვარსკვლავური ქარის წარმომქნელი პულსარით ცენტრში. ასეთი ობიექტების მიერ აჩქარებული ნაწილაკების ენერგია ასეულობით და მეტ ტერაელექტრონვოლტს შეიძლება გაუტოლდეს(რა არის ელექტრონვოლტი?).
მკვლევარებმა, ობიექტი G24.7+0.6, სისტემა MAGIC-ის საშუალებით შეისწავლეს, რომელიც კუნძულ ლაპალმაზე მდებარე, როკე-დე-ლოს-მუჩაჩოს ობსერვატორიის ორი ტელესკოპისგან შედგება, ასევე გამოიყენებული იქნა კოსმოსური ”ფერმი”. იდენტიფიცირებული იქნა მაღალენერგიული გამოსხივების წყარო(150 ტევ-მდე), რომელიც ნისლეულის ცენტრიდან 0,34 გრადუსის მანძილით არის დაშორებული, ზომით – 98 სინათლის წელი.
მიუხედავად იმისა, რომ წყაროს ბუნება ჯერ კიდევ დაუდგენელია, ასტრონომები მიიჩნევენ, რომ მოვლენა შეიძლება აიხსნას ზეახლის ნარჩენს შიგნით ნაწილაკების აჩქარებით, პროტონ-პროტონული შეჯახებებით(კოსმოსური სხივები), ვარსკვლავთშორის სივრცეში, რომელიც ნახშირჟანგის ატომებით არის მდიდარი.