ასტრონომია 2018

 5 იანვარი – გამოქვეყნდა მარსმავალ ”ქიურიოსითის” მიერ გადაღებული ფოტო, რომელზე გამოსახულ მთის ქანს ბიოლოგიური წარმოშობა შეიძლება ჰქონდეს (იყო თუ არა სიცოცხლე მარსზე? – ნაპოვნია მეთანი და ტუბულები).

 10 იანვარი – 1996 წელს ეგვიპტეში აღმოჩენილი ქვის – ”ჰიპათია”, ანალიზი გვიჩვენებს, რომ ის მზის სისტემაზე ხნიერი შეიძლება იყოს.

ანდრომედა(ავტორი: დავით დვალი).

 11 იანვარი – ავსტრალიელმა ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ანდრომედას გალაქტიკის ზომა იმაზე მცირეა, ვიდრე აქამდე ითვლებიდა.

 MRO (მარსის ორბიტული მზვერავი)-ს გამოყენებით, პლანეტოლოგებმა 8 ღია ყინულოვანი გროვა აღმოაჩინეს წითელ პლანეტაზე (მარსის ორბიტული მზვერავები).

 31 იანვარი: იშვიათი სამმაგი ასტრონომიული მოვლენა – სუპერსავსემთვარეობა, მთვარის სრული დაბნელებითა და ე.წ. ცისფერი მთვარის თანხლებით, რაც ბოლოს 155 წლის წინათ მოხდა.

13 თებერვალი – ავტომობილი ორბიტაზე 🙂

ყველაზე შორეული და ძველი ზეელვაერე ზეახალი DES16C2nm (კამერა – DECam, ბნელი ენერგის შესასწავლი ტელესკოპი).

 20 თებერვალი – ცნობილთა შორის ყველაზე შორეული ზეახლის ანთების დადასტურება – DES16C2nm. ის 10,5 მლრდ. წლის წინათ აფეთქდა და 2016 წელს იქნა რეგისტრირებული.

 4 მარტი – პროექტ Pan-STARRS-ის ასტრონომებმა ორი ჰიპერბოლური ასტეორიდი აღმოაჩინეს – A/2018 C2 და A/2017 U7, რომლებიც მზის სისტემას დატოვებენ.

 5 მარტი – ფუნქციონირება დაიწყო ყველაზე ძლიერმა ინტერფერომეტრმა – MATISSE, რომელიც ყველაზე დიდი ტელესკოპის (VLT) ბაზაზე მუშაობს.

 8 მარტი – დედამიწაზე პირველად იქნა აღმოჩენილი ყინულის ტიპი – ყინული VII, რომელიც ენცელადეზე, ევროპასა და ტიტანზე დიდი რაოდენობით შეიძლება იყოს გავრცელებული (უცხო წყალი მიწიერ ალმასებში).

 13 მარტი – დამტკიცდა იუპიტერის დიდი წითელი ლაქის დაპატარავება (”ჯუნო”: რა გავიგეთ იუპიტერის შესახებ?).

 28 მარტი – ახალი კვლევებით დადგინდა, რომ დედამიწის წყალი, მთვარისაზე ძველია (ყველაზე წყლიანი ობიექტი მზის სისტემაში).

 აღმოჩენილი იქნა გალაქტიკა NGC 1052-DF2, რომელშიც ბნელი მატერიის ზეგავლენა არ დაიმზირება, მგონი საერთოდ არ არის.

 2 აპრილი – ჩინური კოსმოსური სადგური ”ტიანგუნ-1”, წყნარ ოკეანეში ჩავარდა (კოსმოსური ხომალდების სასაფლაო…).

 დადასტურდა დამზერადი სამყაროს ყველაზე შორეული ვარსკვლავის აღმოჩენა – MACS J1149 ლინზირებული ვარსკვლავი 1, მას ”იკაროსი” უწოდეს (გრავიტაციული ლინზა: ერთი ზეახლის ოთხი გამოსახულება).

 აღმოაჩინეს ირმის ნახტომის ფარგლებს გარეთ მდებარე მარტოხელა ნეიტრონული ვარსკვლავი – 1E 0102.2-7219 (რადიაციის უჩვეულო წყარო პატარა მაგელანში).

 4 აპრილი – ათობით შავი ხვრელი ირმის ნახტომის ცენტრთან. მეცნიერთა ვარაუდით, მათი რაოდენობა ათი ათასსაც შეიძლება აჭარბებდეს.

 5 აპრილი – მოყვარულმა ასტრონომმა, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, პირველად აღმოაჩინა ეგზოპლანეტა – KPS-1 b.

 15 აპრილი – სტარტი აიღო ეგზოპლანეტებზე მონადირე ახალმა ტელესკოპმა – TESS (TESS-ის გაშვება ახლო ხედით).

 19 აპრილი – დედამიწაზე 2008 წელს ჩამოვარდნილი ასტეროიდი, პროტოპლანეტის ფრაგმენტი აღმოჩნდა, რომელიც მზის სისტემის ფორმირების ადრეულ ეტაპზე გაჩნდა.

Gaia/ESA(გლობალური ასტრომეტრიული ინტერფერომეტრი ასტროფიზიკისთვის).

 25 აპრილი – კოსმოსური ტელესკოპის – ”გაია”, კოლაბორაციამ მონაცემთა მეორე მასივი გამოაქვეყნა, რომელიც ირმის ნახტომის მილიარდამე ვარსკვლავის მდებარეობას, პარალაქსებსა და მოძრაობის შესახებ ინფორმაციას მოიცავს (უცხო ცივილიზაციების საძებნელად Gaia-საც გამოიყენებენ).

 26 აპრილი – ამუშავდა იაპონური კოლაიდერი SuperKEKB.

 2 მაისი – მზის სისტემის გარეთ მდებარე ეგზოპლანეტის (WASP-107) ატმოსფეროში პირველად იქნა აღმოჩენილი ჰელიუმი.

 5 მაისი – ”მარს ინსაითის” წარმატებული სტარტი.

 15 მაისი – ჩინეთში, ადამიანების მთვარეზე ყოფნის იმიტაციის პროექტი დასრულდა, რომელიც 370 დღე-ღამე გრძელდებოდა. მოხალისეები პირობით სადგურზე იმყოფებოდნენ, სადაც მცენარეთა მოყვანის სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებდნენ.

 16 მაისი – გალაქტიკა MACS1149-JD1-ში აღმოჩენილი ჟანგბადი, ყველაზე უფრო ძველი ვარსკვლავების აფეთქების დროს არის ფორმირებული (როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?).

 21 მაისი – ასტრონომებმა განაცხადეს, რომ ასტეროიდი 2015 BZ509, სხვა ვარსკვლავის სისტემიდან მოვიდა, შემდეგ კი იუპიტერმა გამოიჭირა (უკუღმართი ასტეროიდი).

 7 ივნისი – ნასამ განაცხადა, რომ მარსმავალ ”ქიურიოსითის” მიერ მარსზე აღმოჩენილი ორგანული ნაერთების ასაკი 3,5 მლრდ. წელია. მარსმავალმა, ასევე, მეთანის რაოდენობის სეზონური ცვლილებაც აღმოაჩინა, რაც ამ გზის ბიოლოგიურ წარმოშობას შეიძლება უკავშირდებოდეს (სიცოცხლის არსებობის ნიშნები მარსზე).

 16 ივნისი – რეგისტრირებული იქნა ზემძლავრი ზეახალი – AT2018cow, რომლის ბუნება დაუდგენელი რჩება (უცნობი კოსმოსური ფენომენი).

 21 ივნისი – მოხდა ფარდობითობის ზოგადი თეორიის ზეზუსტი გადამოწმება ირმის ნახტომის გარეთ მდებარე ობიექტების გამოყენებით, რაც გრავიტაციული ლინზირების მოვლენას ეფუძნებოდა.

 27 ივნისი – იაპონური ზონდი ”ჰაიაბუსა-2”, მთავარ სამიზნეს, ასტეროიდ რიუგუს (162173) მიუახლოვდა.

 ასტეროიდ ოუმუამუას აჩქარების მიზეზად მისი კომეტური აქტიურობა იქნა დასახელებული (“უცხოპლანეტელი” ოუმუამუას უჩვეულო ფორმა).

დაბნელებული მთვარე, მარსი, შუქურა მთაზე(Astronet.Ge).

 27 ივლისი – XXI საუკუნის მთვარის ყველაზე ხანგრძლივი სრული დაბნელება, სრული ფაზა – 1 სთ. 43 წთ. (27 ივლისის მთვარის სრული დაბნელება).

 12 აგვისტო – მზის შემსწავლელი ზონდის (Solar Probe Plus) სტარტი (მზის მკვლევარი ”პარკერი”).

 ოქტომბერი – ევროპა-იაპონიის კოსმოსური ხომალდი ”ბეპიკოლომბო” (BepiColombo) მერკურისკენ გაფრინდა (მესამე მისია მერკურისკენ).

 ინდური კოსმოსური აპარატი ”ჩანდრაიან-2” მთვარისკენ გაფრინდა.

 26 ნოემბერი – კოსმოსური აპარატი ”მარს ინსაით”, წითელი პლანეტის ზედაპირზე დაეშვა (ასტრონომია 2017).

 საქართველოს ასტრომოყვარულთა კლუბი და Astronet.Ge, გილოცავთ დამდეგ ახალ 2019 წელს, გისურვებთ უღრუბლო ცას და წარმატებულ დაკვირვებებს!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.