უცნაური ფსიქეა

 ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, მზის სისტემის ერთ-ერთი უცნაური ობიექტისკენ ავტომატური ზონდის გასაგზავნ პროგრამაზე მუშაობს, იმ იმედით, რომ ეს ინიციატივა ნასასაც დააინტერესებს (Space.Com).

კრატერი ფსიქეაზე.

 მთავარი ასტეროიდული სარტყლის მასის 1% ასტეროიდ (16)ფსიქეაზე მოდის. მისი სიმკვრივე, სავარაუდოდ, ლამის რკინისას უტოლდება და საერთოდ, როგორც ჩანს, ასტეროიდი ძირითადად მეტალისაგან შედგება.

fsiqeas veli მეცნიერთა აზრით, ფსიქეას ბირთვი დედამიწისას ჰგავს და შეიძლება ყველა დანარჩენ ასტეროიდზე ძლიერი მაგნიტური ველი ჰქონდეს.

 ფსიქეას დიამეტრი 214 კილომეტრია, საინტერესო კი ისაა, რომ სარტყელში არ დაიმზირება ობიექტის ნარჩენები, რომლისგანაც ის ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს, შეჯახება ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა, ხოლო ფრაგმენტები მთავარი სარტყელიდან შორს გაიტყროცნა. მოკლედ, ფსიქეა წარსულის უნიკალური გადმონაშთია, რომლის შესწავლით მისი ”მშობელი” ობიექტის ბუნებაც გაირკვევა.

fsiqeas adgili sartk

 ახალი ზონდი, Dawn(”განთიადი”)-ის იდენტური იქნება, რომელიც მთავარი ასტეროიდული სარტყელის უდიდეს ობიექტს – ცერესს იკვლევდა, დაამთავრა რა ვესტას დეტალური კვლევა. ამ კოსმოსური აპარატის ეფექტურობიდან გამომდინარე, ფსიქეას გარშემო მხოლოდ შემოფრენითაც, თუ ამ მისიას ნასა დააფინანსებს, საინტერესო შედეგებს მალევე უნდა ველოდეთ (მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.