ავსტრალიელმა ასტრონომებმა უჩვეულო რადიოგალაქტიკა(რადიოგამოსხივება ხილულ გამოსხივებას აჭარბებს) აღმოაჩინეს, რომლამდე მანძილი 250 მილიონი სინათლის წელია.
გალაქტიკა NGC1434-ის წითელი წანაცვლება 0,0178-ს უტოლდება, ის დიდი ზომის სპირალურ გალაქტიკებს ეკუთვნის. მეცნიერთა აზრით, არცერთ გალაქტიკას არ შეჯახებია და ის თვისებები შეინარჩუნა, რომლებიც თავიდანვე ჰქონდა. NGC1434 დიდი აფეთქებიდან 1 მილიარდი წლის მერე ჩამოყალიბდა, ამიტომ ერთ-ერთი უძველესი გალაქტიკაა.
ახლად აღმოჩენილ რადიოგალაქტიკაში ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები ახლაც გრძელდება. გარდა ამისა, ცენტრალური ზემასიური ხვრელი რატომღაც თავს არ ავლენს, თუმცა ცენტრიდან ამოსული ჯეტები ახლაც შეიმჩნევა. ავსტრალიელებმა ეს გალაქტიკა 2013 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს, მარჩისონის ფართოკუთხიანი მასივით მიღბული ციფრული მონაცემების დამუშავების დროს.
მარჩისონის ფართუკუთხიანი მასივი(ავსტრალია).
ჯეტი პლაზმის რელატივისტურ(თითქმის სინათ.სიჩ. მოძრავი) ჭავლს წარმოადგენს, რომელიც აქტიური გალქტიკის ცენტრიდან, მისი დისკოს მართობულად, ორივე მხრიდან ამოედინება. NGC1434-ის შემთხვევაში გაურკვეველია, რა მიზეზით „გამოირთო“ ზემასიური შავი ხვრელი.