მარტოხელა ვარსკვლავი Roos 128 (ფრენკ ელმორ როოსი, ამერიკელი ასტროფიზიკოსი), რომელიც მზეს 11 სინათლის წლით არის დაშორებული (ქალწულის თანავარსკვლავდი), საკმაოდ უჩვეულოდ იქცევა და მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რა ემართება ამ ვარსკვლავს.
Roos 128-დან მოსულ რადიო სიგნალს შედარებით მაღალი სიხშირე აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ დაიმზირება ხოლმე და ყველა მიმართულებით ვრცელდება. მისი სტრუქტურა, მუდმივობა და უძრაობა ცაზე, გვიჩვენებს, რომ ეს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან მოსული სიგნალი არ უნდა იყოს.
Roos 128 აქტიური ვარსკვლავია, ხოლო მასზე მიმავალი ანთებები მთვარი ჰიპოთეზაა იმისა, თუ რა შეიძლება იქ ხდებოდეს. თუმცა, არის ერთი მაგრამ: ამ ანთებებით გაჩენილი სიგანლები არ ჰგავს არცერთ იმ სიგნალს, რომელიც ასტრონომებს აქამდე დაუფიქსურებიათ, რადგან ვარსკვლავების აქტიურობა გაცილებით დაბალ სიხშირეებზეა ხოლმე გამოხატული.
ჯერჯერობით, მეცნიერები თვლიან, რომ ახალი სიგნალი, ახალი ტიპის ვარსკვლავური ანთების ნიშანი უნდა იყოს.
სხვების აზრით, სიგნალი არა Roos 128-დან, არამედ სხვა წყაროდან, მაგალითად, ფონური ვარსკვლავიდან მოდის. ანომალიის მიზეზი მაღალი ორბიტის მქონე თანამგზავრიც შეიძლება იყოს. ამით წყაროს უძრაობაც აიხსნება, მაგრამ არა უჩვეულო სიხშირე (გეოსტაციონარული მაგისტრალი).
მზესთან სიახლოვით ეს ვარსკვლავი მეცამეტეა. ამ ძალიან მკრთალ წითელ ჯუჯას მზის 0,15 მასა აქვს. იმის გამო, რომ აქტიურ ვარსკვლავებთან არსებულ ჰიპოთეტურ პლანეტებზე სიცოცხლის გაჩენა ნაკლებად სავარაუდოა, Roos 128 უცხო ცივილიზაციების საძებნელი ადგილების სიაში არ შეიყვანეს.
2017 წლის მაისში, არესიბოს რადიო ასტრონომიულმა ობსერვატორიამ Roos 128-ას ფართოზოლიანი სპეციფიური სიგნალები დააფიქსირა, კვაზიპერიოდული არაპოლარიზებული იმპულსების სახით, ძალიან ძლიერი დისპერსიით (სიგნალები ირმის ნახტომის გარედან; რა შეიძლება იყოს სწრაფი რადიოანთებების წყარო?), II ტიპის მზიური ანთებების მსგავსი (მზიდან ამონაფრქვევის სიმძლავრე სწორად არ იყო შეფასებული).
ეგზოპლანეტებზე (როგორ ეძებდნენ ეგზოპლანეტებს) სიცოცხლის ჩასახვისთვის თავსებადობის კვლევის ლაბორატორიის დირექტორი (არესიბო), აბელ მენდესის თქმით: ”ჯერ ყველა სხვა ვარიანტები უნდა გამოვრიცხოთ, სანამ უცხოპლანეტელებამდე მივალთ. როგორც არ უნდ აიყოს, საქმე გვაქვს სრულიად უნიკალურ წითელ ჯუჯასთან, რომელსაც Roos 128 (სიცოცხლე M-კლასის ჯუჯა ვარსკვლავებთან?) წარმოადგენს (დაისონომანია გრძელდება…).