როგორ გაჩნდა ეს უცანური პლანეტური ნისლეული? NGC 7027 ერთ-ერთი ყველაზე პატარა, ელვარე და უჩვეულო ფორმის მქონე ასეთი ტიპის ობიექტია. გაფართობის სიჩქრის ცოდნა, მისი დაწყების მომენტის დადგენის საშუალებას იძლევა – დაახლოებით 600 წლის წინათ. არსებობის მანძილზე, პლანეტური ნისლეული გარსებს იშორებდა, რომლებიც ამ გამოსახულეაზე ცუსფრად არის ნაჩვენები. ჯერჯერობით დადუდგენელი მიზეზების გამო, სხვადასხვ ამიმართულებებით მან გაზისა და მტვრის (წითლად) გამოტყორცნა დაიწყო, ახალი ოთხკუთხა სტრუქტურის წარმოქმნით. ეს სტრუქტურები კარგად ჩანს “ჰაბლის” ფართოკუთხიანი კამერა 3-ით ახლადგადაღებულ ფოტობზე. რა არის ნისლეულის ცენტრში, უცნობი რჩება. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს მჭიდრო ორმაგი ვარსკვლავური სისტემაა, რომელშიც ერთი ვარსკვლავი, მეორეს გარშემო მოძრავ არასტაბილურ დისკოში გაზ-მტვროვან მასას უშვებს. 1878 წელს აღმოჩენილ NGC 7027-მდე მანძილი 3000 სინათლის წელია, ის სამოყვარულო ტელესკოპითაც შეგიძლიათ მოძებნოთ, გედის თანავარსკვლავედში.
უჩვეულო პლანეტური ნისლეული NGC 7027
Posted by