ეს რა შავი ლაქაა იუპიტერზე? ზუსტი პასუხი არ არსებობს. იუპიტერის გარშემო წაგრძელებულ ორბიტაზე მოძრავმა ავტომატურმა აპარატმა – “ჯუნო”, ამ გაზის გიგანტთან ბოლო მიახლოების დროს, უჩვეულოდ ბნელი ღრუბელი გადაიღო, რომელსაც “უფსკრული” შეარქვეს. მისი შემომფარგლავი ღრუბლები გვიჩვენებს, რომ უფსკრული – ატმოსფერული ხვეულის ცენტრია. იუპიტერის ატმოსფეროს ბნელი დეტალები უფრო ღრმადაა, ვიდრე ნათელი დეტალები, ამიტომ ეს წარმონაქმნი მართლაც ძალიან ღრმა ხვრელი შეიძლება აღმოჩნდეს, რაზეც მისი შესახედაობაც მეტყველებს, თუმცა ეს ვარაუდი დამატებით მტკიცებულებებს მოითხოვს. უფსკრული, ხვეულებითა და ქარბორბალებით არის გარსშემორტყმული, რომელთა მწვერვალებზე ნათელი ღრუბლებია თავმოყრილი. “ჯუნომ” ეს კადრები პლანეტის ზედაპირიდან 15 000 კილომეტრის სიმაღლიდან გადაიღო, ბოლო მინიმალური მიახლოების დროს, რაც მომავალ თვეშიც განმეორდება (კიდევ “ჯუნოს” შესახებ).
უფსკრული
Posted by