რატომ არის ვენერა ასე განსხვავებული დედამიწისგან? ამის გასარკვევად, იაპონიამ ავტომატური კოსმოსური ხომალდი “აკაცუკი”, დედამიწის დად წოდებული პლანეტისკენ გაუშვა. 2015 წელს, მზის სისტემაში დაუგეგმავი ხუთწლიანი მოგზაურობის შემდეგ, აპარატი ვენერას ორბიტაზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ “აკაცუკიმ” უკვე გადააჭარბა მუშაობის გეგმით გათვალისწინებულ დროს, მისი აღჭურვილობა ისევ მწყობრშია და დასახული ამოცანების უმეტესი ნაწილის შესრულება შეძლო. ის, ასევე ცნობილია, როგორც ვენერას კლიმატის ორბიტული მკვლევარი, ბორტზე არსებული ინსტრუმენტებით ახდენს მრავალი ადრე უცნობი მახასიათებლის შესწავლას, მათ შორისაა ვულკანური აქტივობა, ჭექაქუხილი და ქარები, რომლებიც ბევრად აღემატება პლანეტის ბრუნვის სიჩქარეს. ულტრაიისფერი დიაპაზონის კამერით გადაღებულ ამ ფოტოზე, ვენერას დღის მხარეა გამოსახული ღრუბლებით, რომლებიც მთელი პლანეტის ზომის V-ს მსგავს სტრუქტურას ქმნიან. გოგირდის დიოქსიდის მცირე შემცველობის უბანი ღია ცისფერშია წარმოდგენილი. “აკაცუკის” მიერ მოპოვებული სურათებისა და მონაცემების ანალიზით, სხვა აღმოჩენებთან ერთად, დადგინდა , რომ დედამიწაზე არსებულის მსგავსი ეკვატორული ნაკადი ვენერაზეც არსებობს (ვენერას მზვერავები).
ულტრაიისფერი ვენერა “აკაცუკისგან”
Posted by