როგორს დავინახავდით გარემოს, სინათლის სხივის მახლობელი სიჩქარით რომ გვემოძრავა? როგორც წარმოდგენილი რელატივისტური ეფექტების ანიმაცია გვიჩვენებს, ჩვენ ბევრ უცნაურ ვიზუალურ თავისებურებებს დავინახავდით. პირველ რიგში, რელატივისტური აბერაცია(სინათლის სხივის მოძრაობის მიმართულების ცვლილება, ათვლის სისტემიდან სისტემაში გადასვლის დროს) გვაიძულებდა გვეფიქრა, რომ ყველა ობიექტი ჩვენს წინ იყრის თავს. შემდეგ, დოპლერის ეფექტით გამოწვეული წანაცვლება წინ მყოფ ობიექტებს ცისფერ ელფერს შესძენდა, მაშინ, როცა უკან დარჩენილები წითელი ფერისანი იქნებოდნენ. ამსათან ერთად, მოგვეჩვენებოდა, რომ ჩვენს წინ მყოფი სამყარო წარმოუდგენლად სწრაფად მოძრაობს, უკან კი ყველაფერი შენელებულია. ობიექტთა ფორმები დეფორმირებას დაიწყებდნენ, და მათი, ჩვეულებრივ უხილავი ნაწილები, უკვე თვალთახედვის არეში მოხვდებოდნენ. რა თქმა უნდა, ბუნებაში ყველანაირი მოძრაობა ფარდობითია, ამიტომ ასეთივე ეფექტები დაიმზირება მაშინაც, როცა ჩვენ უძრავად ვართ, ხოლო ყველაფერი გარშემო, ჩვენსკენ რელატივისტური სიჩქარეებით მოძრაობს(სინათლის გარბენი მილებში).httpv://www.youtube.com/watch?v=JQnHTKZBTI4&feature=player_embedded
უახლოვდებით რა სინათლის სიჩქარეს…
Posted by