“სფეის იქსისა” და “პოლარის დავნის” მისიების მნიშვნელობა

  “სფეის იქსის” ახალი სკაფანდრები, მისია “პოლარის დავნის” (Polaris Down) ჩარჩოებში, ღია კოსმოსის პირობებში გამოსცადეს. მომავალში, სწორედ ამ აღჭურვილობით ისეირნებენ ადამიანები მთვარეზე და მარსზე (ArsTechnica).

 12 სექტემბერს, მისია “პოლარის დავნის” ტურისტებმა, რაც ისოტირაში პირველად მოხდა, პილოტირებული ხომალდის, “დრაგონის”, რომელიც “სფეის იქსისვე” რაკეტამატარებელმა, “ფალკონ 9”-მ გაიყვანა კოსმოსში, ლუქი გააღეს და ღია კოსმოსში გავიდნენ. ამასთან ერთად, 11 სექტემბერს, ეკიპაჟი 1400,7 კილომეტრის მანძილზე მოშორდა დედამიწას, რაც 1972 წლის მერე აღარ მომხდარა. ალბათ ხვდებით, რომ იგულისხმება “აპოლოს” პილოტირებული ფრენები მთვარისკენ. მთვარემდე მანძილთან შეუდარებლად მცირეა, თუმცა, მაინც რეკორდული მაჩვენებელია თუ კოსმოტურისტებსაც გავითვალისწინებთ.

 პირველი ადამიანი, ვინც ღია კოსმოსში გავიდა, საბჭოთა კოსმონავტი, ალექსეი ლეონოვი იყო, 1965 წელს. მას შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის 263 ადამიანი მოხვდა ღია კოსმოსის სიბნელეში სკაფანდრით, კოსმოსური ტურისტები კი პირველად. დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდიც, ამ დროს, დედამიწის დაბალ ორბიტაზე ერთბაშად 19 ადამიანი იმყოფებოდა.

 “პოლარის დავნის” მიზანი, არაპროფესიონალი ასტრონავტების, ჯარედ აიზეკმანისა და სარა გილისის კოსმოსში გაყვანა იყო. ეკიპაჟის წევრები დაახლოებით ორი წელი ემზადებოდნენ ფრენისთვის. ვარჯიში მოიცავდა ასობით საათიან ფიზიკურ ვარჯიშებს, პარაშუტით ხტომებს, გამოცდებს ცენტრიფუგაზე და წყალქვეშა ვარჯიშებს უწონადობის შესაჩვევად. ეკვადორში, ერთ-ერთი ვულკანის მწვერვალეც კი ავიდნენ, გამძლეობისა და გუნდური სულის ასამაღლებლად.

ანა მენონი, ჯარედ აიზეკმანი, სკოტ პოტიტი და სარა გილისი (Polaris Down).

  კოსმოსში გასვლის გარდა, ეკიპაჟმა გამოსცადა ლაზერულ თანამგზავრული კავშირი, “სფეიქ იქსის” თანამგზავრული ქსელის, “სტარლინკის” გამოყენებით. ჩაატარა 30-ზე მეტი მეცნიერული ექსპერიმენტი, კონტაქტური ლინზების გამოცდის ჩათვლით, რომლებითაც უწონობაში თვალის წნევისა და თვალის ფორმის ცვლილებებზე დაკვირვება, მათში ჩამონტაჟებული მიკროელექტრონული მოწყობილობით განხორციელდება.

 წარმოიდგინეთ, სად შეიძლება აღმოჩნდეს “სფეის იქსის” ეს სკაფანდრები 10-15 წლის შემდეგ. პირველმა “ფალკონ 9“-მაც ოთხი ძირეული ცვლილება განიცადა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. იგივე მოხდება ამ კოსმოსურ კოსტუმთან დაკავშირებით. უკვე ძნელი აღარ არის წარმოდგენა იმისა, რომ ათობით ადამიანი “სტარშიფით” კოსმოსში მიფრინავს და ორბიტულ გასეირნებებს ანხორციელებს. ამ სკაფანდრების მომავალი ვერსიები აუცილებლად იქნება გამოყენებული მთვარეზე, და ერთ მშვენიერ დღეს, მარსზეც (ელონ მასკი: მზის სისტემის კოლონიზაცია გადაშენებისგან დაგვიცავს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.