კომპანია “სფეის იქსმა” (SpaceX) ორსაფეხურიანი მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო სისტემის, “სტარშიფის” საცდელი ფრენების საქმეში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მესამე ფრენა SpaceNews-ში შეაფასეს.
პირველი საფეხური, რაკეტა-მატარებელი “სუპერ ჰევი” (Super Heavy), როგორც დაგეგმილი იყო, მექსიკის ყურეში კი ჩამოვარდა, მაგრამ ნელი ჩაშვების ნაცვლად, წყლის ზედაპირს ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით შეეჯახა.
“სტარშიფმა” ფრენა გააგრძელა და დაგეგმილ ტრაექტორიაზე გავიდა. მოხერხდა ორი საცდელი მოქმედების ჩატარებაც – სატვირთო განყოფილების ლუქების გახსნა და ავზებს შორის საწვავის გადატუმბვა. კოსმოსში ფრენის დასრულების შემდეგ, ხომალდი ატმოსფეროში შევიდა, რის მერეც ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში წყლის ზედაპირზე ხისტი ვერტიკალური დაშვებით უნდა ჩაძირულიყო.
“სტარშიფთან” კავშირი მას შემდეგ დაიკარგა, რაც ის ატმოსფეროში 77 კილომეტრის სიმაღლემდე შემოვიდა, ფრენის 49-ე წუთე. ხომალდის საფეხურების უკან დაბრუნება არც შედიოდა გეგმაში (კიდევ “სფეის იქსთან” დაკავშირებით).
პირდაპირი ეთერის მოკლე ვერსია.