სამრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედში (ფარშევანგი) მდებარე, 175 ათასი სინათლის წლის ზომის სპირალურ NGC 6744-მდე მანძილი 30 მილიონი სინათლის წელია. ”ჰაბლის” მიერ გადაღებულ ფოტოზე მისი ცენტრალური ნაწილი ახლო ხედით არის წარმოდგენილი. ხილულ და ინფრაწითელ დიაპაზონებში გადაღებული ფოტოებით აწყობილი გამოსახულება 24 ათასი სინათლის წლის ზომის სივრცეს მოიცავს. მოყვითალო ბირთვში ხნიერი და ცივი ვარსკვლავების ნათება ჭარბობს. შიდა სპირალური მკლავების გასწვრივ კი მოვარდისფრო ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონები და ახალგაზრდა ვარსკვლავების გროვები დაიმზირება. ახალგაზრდა ვარსკლავური გროვები ულტრაიისფერში ელვარებს, ისინი მოცისფრო და მეწამული ფერებით არის შეღებილი (გალაქტიკები).
