რა შეუძლია გვითხრას კოსმოსურმა სხეულმა დედამიწაზე არსებული სიცოცხლის შესახებ? 2020 წლის ოქტომბერს, NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx, ფრთხილად მიუახლოვდა დედამიწის ახლო ორბიტის მქონე ასტეროიდს, სახელად 101955 ბენუ, მისი ზედაპირიდან სინჯები აიღო და დედამიწისკენ გამოაგზავნა. ამანათი, 2023 წლის სექტემბერს მოხვდა მეცნიერების ხელში (ბენუ). ახლახანს ჩატარებული ანალიზებით გაირკვა, რომ ნიმუშები, ცნობილი 20 ამინომჟავადან 14-ს შეიცავდა, ეს ნაერთები კი სიცოცხლის საშენი მასალაა. აღმოჩენა ისევ აქტუალურს ხდის შეკითხვას: შეიძლება თუ არა სიცოცხლე გაჩენილიყო კოსმოსში? მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ ეს პროტეინები შეიცავს ე.წ. მარცხენა და მარჯვენა ქირალურ ამინომჟაბევს თანაბარი რაოდენობით, დედამიწაზე კი მხოლოდ მარცხენები გვხვდება. ცოცხალ მატერიას, არაცოცხალი მატერიისგან განსხვავებით, ახასიათებს ჰომოქირალობა (ქირალური სისუფთავე): იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველა ცილა შედგება ამინომჟავებისგან, მარცხენა ქირალობით, ხოლო დეზოქსირიბოზას და რიბოზას შაქრის ნარჩენებს, დნმ-სა და რნმ-ის მოლეკულებში, აქვს მარჯვენა ქირალურობა ყველა ორგანიზმში. ცილების და ნუკლეინის მჟავების ქირალური სისუფთავის ევოლუციური გაჩენის მექანიზმი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ჩნდება კიდევ ერთი დიდი კითხვა, რატომ ეფუძნება დედამიწაზე არსებული სოცოცხლე მხოლოდ მარცხენა ქირალურ ამონომჟავებს? ამ პრობლემის კვლევა გრძელდება (არამიწიერი ქირალური მოლეკულები; სიცოცხლე) .
