თქვენს წინაშეა დეტალური გამოსახულება ბაქტერიისა, რომელსაც იმდენად პატარა ზომა აქვს, რამდენადაც ამის საშუალებას თვითონ სიცოცხლე აძლევს მას. ყველაზე პატარა არსების სურათის გადაღება ლოურენსის ნაციონალური ლაბორატორიისა(ბერკლი. ა.შ.შ-ს ენერგეტიკის სამინისტრო) და კალიფორნიის უნივერსიტეტის(ბერკლი) მეცნიერებმა შეძლეს.
მეცნიერთა თქმით, ყველაზე პატრა ბაქტერია თითქმის ყველგან გვხვდება, თუმცა მისი ფოტოს გადაღება ძალიან ძნელია. არა იმიტომ, რომ ძალიან პატარაა, არამედ ძალიან ფაქიზია და ადვილად იღუპება. ფოტოგრაფირება, ლაბორატორიისკენ ტრანსპორტირებისას, მისი -272 გრადუსამდე გაცივებით მოხერხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაქტერია იშვიათობას არ წარმოადგენს, როგორც მეცნიერები აღიარებენ, მასზე ძალიან ცოტა რამ იციან.
”ბაქტერია-გამოცანა ყველგან გვხვდება და ალბათ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიკრობულ სიცოცხლესა და ეკოსისტემაში. თუმცა, ბოლომდე არ ვიცით, რითია დაკავებული ეს მიკროორგანიზმი” – ამბობს ჯილ ბენფილდი, რომელიც კრიოგენულ ელექტრონული მიკროსკოპიით, ამ ბაქტერიის ფოტოგრაფირებაში იღებდა მონაწილეობას.
სპეციალისტები თვლიან, რომ ამ ბაქტერიას ზღვრული ზომა გააჩნია, რომელშიც სიცოცხლის არსებობისათვის საჭირო მასალათა მინიმალური რაოდენობაა თავმოყრილი. 0,009 კუბური მიკრონის(1 მიკრონი = 1/1000000 მეტრი) ზომის ბაქტერია, მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე უფრო პატარა ორგანიზმია. 150 ასეთი ბაქტერია დაეტევა ფართობზე, რომელსაც ერთი ნაწლავის ჩხირი იკავებს, ხოლო 150 000-ზე მეტი კი ადამიანის თმის წვერზე(კიდევ ბაქტერიების შესახებ; სიცოცხლე).
გასაკვირიცაა ასეთი პატარა ორგანიზმის გადაღება.
კარგი სტატიაა.