8 ნოემბერს, მთვარის სრული დაბნელების დროს, მთვარე მთლიანად ჩაიძრა რა დედამიწის ჩრდილში, სისხლის ფერი მიიღო, რაც დედამიწის ატმოსფეროში გასული მზის სიხევბით არის გამოწვეული. ამავე დროს, მან მზის სისტემის ერთ-ერთი გარე პლანეტის, ურანის წინ გაიარა, რისი დამზერაც ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ზოგიერთი რეგიონებიდან იყო შესაძლებელი. ეს ორი ფოტო, გადაფარვის დაწყების წინ იქნა გადაღებული, სხვადასხვა ტელესკოპებითა და კამერებით, რომლებიც ჩინეთის ქალაქ შანხაის ერთ-ერთი სახლის სახურავზე იყო დაყენებული. შორეული ყინულოვანი გიგანტის პატარა ბაცი-მომწვანო დისკი, ჩვეულებრივ, მთვარესთან შედარებით ძალინ მკრთალია ხოლმე. ჩანს გაწითლებული მთვარის კიდიდან მარცხნივ და მალე მის უკან დაიმალება. პლანეტების გადაფარვა მთვარით საკმაოდ ხშირად ხდება, ოღონდ დედამიწის გარკვეული ადგილებიდან დაიმზირება ხოლმე. თუმცა, ასეთი იშვიათი გადაფარვა რომ მოხდეს, რომელიც დაბნელებას ემთხვევა, გარე პლანეტა უნდა იყოს პირისპირდგომის პოზიციაში და ძალიან ახლოს ეკლიპტიკის სიბრტყესთან, რათა ერთ ხაზზე განლაგდეს მზე, მთვარე და დედამიწა (მთვარის დაბნელება; მოკლედ მზის სისტემის შესახებ; პლანეტების მოძრაობა ცის თაღზე).
სისხლიანი მთვარე და ყინულის გიგანტი
Posted by