სთოუნჰენჯი მარსზე

 დიდია მოხალისეთა რაოდენობა, ვინც მარსიდან დედამიწაზე გადმოცემულ ფოტოებზე რაიმე საინტერესოსა და უჩვეულოს ძებნით არის დაკავებული. ამჯერად, გეოლოგიური წარმონაქმნი იქნა აღმოჩენილი, რომელიც ძალიან ჰგავს სახელგანთქმულ სთოუნჰენჯს(ბრიტანეთი, უილთშირი).

 ამ წარმონაქმნს მარსჰენჯი უწოდეს და ექსპერტთა აზრით, ის ისეთივე გეოლოგიური პროცესებით არის ფორმირებული, როგორიც დედამიწაზეც გხვდება. მაგალითად, მუდმივი მყინვარების დნობა-გაყინვის ციკლები, რომელიც გრუნტის მონაკვეთებს ბრუნვას აიძულებს, ამ მონაკვეთზე მოყოლილი ქვები კი ნაწილებად იმსხვრევა. ეს ფრაგმენტები, მცირე დახრილობის ფერდობებზეც ცურდება და მის გარშემო, წრიულ ან მრავალკუთხა სტრუქტურებს წარმოქმნის.

სთოუნჰენჯი(დიდი ბრიტანეთი, უილთშირი).

 ”მარსული სთოუნჰენჯის” აღმოჩენამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია შეთქმულების თეორიებისა და უცხოპლანეტელების კვლების მძებნელთა შორის. ერთ-ერთი ასეთი მომხმარებელია ” Mr Enigma ” – ”ძალიან უცნაურია, რომ ეს წარმონაქმნი ძალიან ჰგავს ბრიტანულ სთოუნჰენჯს, რომელიც არავინ იცის ვინ და რა დანიშნულებით ააშენა”(აკრძალული არქეოლოგია).


MRO/HiRise/NASA.

 ნაიჯელ უოთსონი, ავტორი წიგნისა – UFO Investigations Manual – ”ასეთი ფაქტები მტკიცებულებაა იმისა, რომ სთოუნჰენჯის მსგავსი ნაგებობები, შორეულ წარსულში, დედამიწაზე ჩამოსულმა უცხოპლანეტელებმა ააშენეს. მარსჰენჯის აღმოჩენა კი ამ ვარაუდებს ამტკიცებს”.

 აღსანიშნავია, რომ ეს ფოტო, მარსჰენჯის მკაფიო გამოსახულებით, მაღალი გარჩევადობის კამერით გადაიღეს – HiRise, რომელიც მარსის ორბიტალურ მზვერავზეა(MRO) დაყენებული(მოლივლივე კოვზი მარსზე; რაღაც რეგულარულად ფრინდება მარსიდან; რა დახოხავს მარსზე?; მოხეტიალე ქვა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მარსიდან; კიდევ ერთი ბრჭყვიალა ობიექტი მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.