მზისმაგვარი ვარსკვლავების სუპერანთებებზე დაკვირვებით, ასტროფიზიკოსებმა ანალოგიური მოდელი ჩვენი მზისთვისაც შეიმუშავეს – თუ ეს მოხდა, დედამიწაზე კაცობრიობის კვალიც კი გაქრება (nature).
მეცნიერთა განმარტებით, დედამიწა მუდმივ ”ბომბარდირებას” განიცდის მზის მხრიდან: ატმოსფეროს ზედა ფენებთან შეჯახებისას, მზიდან გამოასხივებული ნაწილაკები მისი შემადგენელი ატომების აგზნებას იწვევს, რის შედეგადაც პოლარული ნათების სახელით ცნობილი მოვლენის მოწმენი ვხდებით.
ყველაზე ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი, რაც კაცობრიობამ მზეზე დაკვირვება დაიწყო, 1958 წელს დაფიქსირდა, რაც მზის რეკორდულად მაღალი აქტიურობის მიზეზი გახდა. 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, მზის ზედაპირზე უამრავი ლაქებისა და ანთებების დამზერა იყო შესაძლებელი, ყველაზე ძლიერი კი 1 სექტემბერს მოხდა. მზიდან ამოფრქვეული კორონალური მასები, დედამიწისკენ წამოვიდა და 18 საათის მერე მიაღწია მას (ჩვეულებრივ, ამონაფრქვევი ამ მანძილის დაფარვას 3-4 ანდომებს ხოლმე). უძლიერესმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სატელეგრაფო კავშირის შეაფერხა, ხოლო პოლარული ნათება პლანეტის ყველა წერტილიდან დაიმზირებოდა, კარიბის კუნძულების ჩათვლით.
კიდევ ერთი ზეძლიერი მზიური ანთების შესახებ, რომელიც 774 წელს მოხდა, მენციერებმა იაპონური კედარის წლიურ რგოლებში არსებული რადიოაქტიური ნახშირბადის (C14) რაოდენობის მიხედვით დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ მაშინდელი გამონაფრქვევის ენერგია 2.1026 ჯოულს უტოლდებოდა. ამგვარად, ეს ანთება 1859 წელს მომხდარი გეომაგნიტური ქარიშახლის სიმძლავრეს 20-ჯერ აჭარბებდა. ასეთი ინტენსივობის ქარიშხალ ტექნოგენურ კატასტროფამდე შეუძლია მიგვიყვანოს. ელექტრონული მოწყობილობებისა და ყველა თანამგზავრის მწყობრიდან გამოყვანის გარდა, კატაკლიზმი, ოზონის ფენის მნიშვნელოვან შეთხლებასაც გამოიწვევს.
მზიდან ამოფრქვეული მატერიის რაოდენობა უზარმაზარია, თუმცა სხვა ვარსკვლავებზე მიმდინარე იგივე მოვლენები ათეულობით ათასჯერ უფრო მასშტაბურია. ასტრონომებმა 5648 მზისმაგვარი ვარსკვლავის აქტიურობა შეისწავლეს, რომელთაგან 48-ზე სუპერანთება დაფიქსირდა, თან ამ ვარსკვლავთა 10%-ს პრაქტიკულად ზუსტად მზის მსგავსი მაგნიტური ველი აქვს. აქედან შეიძლბე დავასკვნათ, რომ მზესა და სხვა ვარსკვლ;ავებზე მომხდარ სუპერანთებებს ერთნაირი ბუნება აქვს (გადატრიალება მზეზე).
გამორიცხული არაა, რომ თავისი თანამოძმეების მსგავსად, ერთხელაც, მზეც რეკორდულად დიდი რაოდენობის ენერგიას გამოაფრქვევს, რაც ყველანაირი სიცოცხლის გადაშენების მიზეზი გახდება (მზე; მრისხანე მზე; აქტიური მზე; სუპერანთებები მზისმაგვარ ვარსკვლავებზე).