პოლიციამ ქავა ადგილობრივ უნივერსიტეტს გადასცა. აღმოჩნდა, რომ ის არამიწიერი წარმოშობისაა. მეცნიერთა თქმით მეტეორიტის ასაკი 4,5 მილიარდი წელია. ის დედამიწაზე ასტეროიდების მთავარი სარტყლიდან მოხვდა, რომელიც მარსსა და იუპიტერს შირუს მდებარეობს.
უცნაური დამთხვევით სახლის მეპატრონეების გვარი კომეტ-ი აღმჩნდა. მეუღლეებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ მეტეორიტი, როგორც სამახსოვრო რელიქვია. საერთოდ კი, ეს საფრანგეთში მეტეორიტის აღმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის.
ყველაზე დიდი „არამიწიერი სტუმარი“ ნახეს ქვეყნის სამხრეთ-აღმისავლეთში -130 კგ. წინა წლებში სხვა ქვეყნებშიც მოხდა მსგავსი შემთხვევები: 2004 წლის ივნისში 1,3 კილოგრამიანი მეტეორი სახლს ახალ ზელანდიში დაეცა. 2003 წლის მარტში მეტეორიტების წვიმამ ჩიკაგოს ერთ-ერთი სახლი დააზიანა. ერთი წლით ადრე, გავარვარებული, მუშტის ზომის მეტეორიტი, ბრიტანეთის მოქალაქეს პირდაპირ ფეხებში ჩაუვარდა. 2002 წლის აპრილში გერმანიის ცაში, 22 კილომეტრის სიმაღლეზე, მეტეორი დაიშალა, რომელსაც შემდეგ ნოიშვანშთაინი უწოდეს, მეტეორის ნამსხვრევები წვიმასავით ცვიოდა ციდან(ასტეროიდები).