საფრანგეთში კერძო ბინას მეტეორიტი დაეცა

პარიზი,14 ოქტომბერი. უნიკალური მოვლენა მოხდა საფრანგეთში – ერთ-ერთი ბინის სახურავს მეტეორიტი დაეცა. ქათმის კვერცხის ზომის ქვა სახლის მეპატრონეებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც შვებულებიდან დაბრუნდნენ და ჭერში ნახვრეტი შეამჩნიეს, რომლიდანაც წყალი წვეთავდა.