სამყაროს პირველი გალაქტიკა


უძველესი „ვარსკვლავური კუნძული“ აღმოაჩინეს ფრანგმა, ბრიტანელმა და ამერიკელმა ასტრონომებმა. შეიძლება ამ ობიექტზე კიდევ უფრო შორეული გალაქტიკებიც არსებობენ, თუმცა ცნობილ უძველეს გალაქტიკათა შორის ეს ყველაზე ძველია.
Space.com-ის ინფორმაციით ის ჰაბლითა და სპიცერით გადაღებულ ფოტოებზე აღმოჩნდა. ამასთან ერთად გალაქტიკის დანახვაში ასტრონომებს გრავიტაციული ლინზა დაეხმარათ. ლინზის როლში გალაქტიკური კლასტერი Abell 383 გამოდის, რომელიც უშორეს გალაქტიკასა და დედამიწას შორის მდებარეობს.
ტელესკოპით W. M. Keck II, რომელიც ჰავაიზეა დამონტაჟებული, მოხდა ობიექტიდან მოსული სინათლის წითელი წანაცვლების განსაზღვრა – 6,027. ანუ ასტრონომებმა გალქტიკა ისეთი დაინახეს, როგორიც ის იყო სამყაროს დაბადებიდან 950 მილიონი წლის მერე(შეგახსენებთ, რომ სამყაროს ასაკი 13,7 მილიარდი წელია).

W. M. Keck II.
ეს არ არის რეკორდული რიცხვი – ცნობილი რეკორდსმენი ჩვენგან კიდევ უფრო შორეს მდებარეობს და ის წესით უფრო ხნიერი უნდა იყო, თუმცა ამ გალაქტიკების შემადგენელი ვარსკვლავების პარამეტრებში არის განსხვავება, რომელიც ახლად აღმოჩენილი უბიექტის კიდევ უფრო მეტ ასაკზე მეტყველებს.
მეცნიერები თვლიდნენ, რომ პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები ჩნდებოდნენ დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 400-500 მილიონი წლის მერე.

გრავიტაციული ლინზის მოქმედების პრინციპი(NASA, ESA, L. Calçada).
განხილული წერტილი ქრონოლოგიურ სკალაზე იკავებს ადგილს, რომელიც შეესაბამება რეიონიზაციის ეპოქას. ამ ეპოქის გალაქტიკებს, მცირე რაოდენობით, მეცნიერები ადრეც პოულობდნენ, სწორედ მათგან გამოსხივებულმა სინათლემ მოახდინა პირველადი წყალბადის იონოზაცია მთელს კოსმოსში და ბიძგი მისცა დანარჩენი ობიექტების ჩამოყალიბების დასაწყისს.
ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ასეთი ძველი გალაქტიკები დიდი რაოდენობითაა კოსმოსში, თუმცა მათი აღმოჩენა ძნელია ასეთი დიდი მანძილებისა და მცირე ზომების გამო. ამ შემთხვევაში ასტრონომებს გრავიტაციული ლინზა დაეხმარათ, რომელიც გიგანტური გამადიდებელივით მოქმედებს და უშორესი ობიექტებიდან გამოსხივებულ სინათლეს დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისკენ გადმოხრის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.