სამიზნე ასტეროიდი 1999 RQ36

 ყოველ 6 წელიწადში, ასტეროიდი – 1999 RQ36, დედამიწასთან საკმაოდ ახლოს მოდის. მასზე დაკვირვებები აქტიურად მიმდინარეობს, მუდმივად კონტროლდება რამდენიმე ობსერვატორიის მიერ, რადგან არსებობს მისი დედამიწაზე ჩამოვარდნის რისკი.

 1999 RQ36-ს უთვალთვალებს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია, ობსერვატორია გოლდსთოუნი და არესიბო, აგრეთვე ნასას სხვა კოსმოსური დეპარტამენტები.

გოლდსთოუნის ობსერვატორია, კალიფორნია, ა.შ.შ.

არესიბო,პუარტერიკო.

 მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე ამ ასტეროიდის ჩამოვარდნის რისკი არ არის მაღალი, თუმცა შეიძლება გაიზარდოს, 2169 დან 2199 წლების პერიოდებში. თუ ეს 510 მეტრიანი ასტეროიდი ჩვენს პლანეტაზე ჩამოვარდება, აფეთქება 2700 მეგატონა ტროტილის აფეთქების ტოლფასი იქნება. ეს სახუმარო საქმე არ არის, ამიტომ ამერიკის კოსმოსური სააგენტო გეგმავს მისია OSIRIS-REx-ს, რომელიც მიუახლოვდება ასტეროიდს და შეისწავლის მას. აპარატი OSIRIS-REx კოსმოსში 2016 წელს გაფრინდება, გეგმაშაშია ზედაპირიდან გრუნტის სინჯების აღებაც. დედამიწაზე OSIRIS-REx-ი 2025 წლისთვის დაბრუნდება.

მისია 1 მილიარდ ამერიკულ დოლრადაა შეფასებული.

 ცნობისათვის: 2011 წლის სექტემბერში, ასტეროიდი 1999 RQ36, დედამიწას 17,5 მილიონო კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდა. კიდევ უფრო ახლოს 1999 წელს, როცა აღმოაჩინეს – 2,3 მილიონი კილომეტრი(ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.