28 მარტს, დაისის მერე, საერთაშორისო კოსმოსური (სკს) სადგური დასავლეთ ჰორიზონტს მაღლა მოექცა უალასის თავზე, მდინარე მერსის მახლობლად ინგლისში. სკს-მ 400 კილომეტრის სიმაღლეზე გადაიფრინა და ჯერ ისევ მზის სხივებით იყო განათებული. ის ძალიან სწრაფად მოძრაობდა, თუმცა მიდევნება მაინც მოხერხდა, ხელით მართვადი პატარა ტელესკოპით, რომელიც სწრაფი ციფრული კამერით იყო აღჭურვილი. 7 წუთის განმავლობაში 2500 კადრი იქნა მიღებული, რომელთაგან 100-ზე, კოსმოსური სადგური იყო აღბეჭდილი. აქ ოთხი საუკეთესოა წარმოდგენილი, რომლებზეც დაბალ ორბიტაზე მოძრავი სკს-ს დეტალები ჩანს. ტრაექტორიის ყველაზე მაღალ წერტილზე, სკს 60 გრადუსით მაღლა იყო ჰორიზონტიდან და ვარსკვლავებზე მეტად კაშკაშებდა. გადაღების ადგილიდან სადგურამდე მანძილი ამ დროს 468 კილომეტრს შეადგენდა (საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ტრანზიტის მთვლელი; კიდევ სკს-ს შესახებ).
საერთაშორისო კოსმოსური სადგური უალასის თავზე
Posted by