ანომალური მოვლენების მკვლევარებმა დროში გადაადგილებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები შეაგროვეს. გაირკვა, რომ 1976-დან 2001 წლის ჩათვლით 274 ასეთი შემთხვევა მომხდარა, თან ხშირ შემთხვევაში დროის „ხვრელის“ მსხვერპლნი თვითმფრინავები ხდებოდნენ. ყველაზე უფრო ტრივიალური შემთვევა, რომელიც ცაში ხშირად მეორდებოდა, რადარის ეკრანიდან თვითმფრინავის მომენტალური გაქრობა იყო, რის მერეც თვითმფრინავში მყოფთა საათების ჩამორჩენა ფიქსირდებოდა.
თუმცა, თვითმფრინავებს კიდევ უფრო უცნაური რამეებიც ემართებათ. 1997 წელს ჟურნალში «W. W. News» იდუმალებით მოცულ DC—4-ზე დაიწერა, რომელიც 1992 წელს კარაკასის(ვენესუელა) აეროდრომზე დაჯდა. თვითმფრინავი აეროპორტის თანამშრომლებმა დაინახეს, თუმცა რადარზე არ ჩანდა. პილოტებთან რადიოკავშირის დამყარება მოხერხდა. გაოცებული და შეშინებული პილოტი ამბობდა, რომ ასრულებს ჩარტერულ რეისს 914 ნიუ-იორკი-მაიამი 54 მგზავრით ბორტზე და დაშვება 2 ივნისის 9:55 სთ-ზე უნდა მოახდინოს, ბოლოს კი იკითხა:“სად ვართ ჩვენ?“.
კიდევ უფრო განცვიფრებულმა დისპეჩერმა უპასუხა, რომ თვითმფრინავი კარაკასის თავზეა და დაშვების უფლება მისცა. პილოტმა არაფერი უპასუხა, თუმცა გაიგონეს რა აღმოხდა გაკვირვებულ პილოტს: „ჯიმი! რა არის ეს!“, როგორც ჩანს მისი გაოცება ამ დროს ცაში აფრენილმა რეაქტიულმა თვითმფრინავმა გამოიწვია…
არსაიდან გაჩენილი თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა, პილოტი მძიმედ სუნთქავდა, ბოლოს კი თქვა:“აქ რაღაც ისე არ არის“. როცა მას უპასუხეს, რომ ახლა 1992 წლის 21 მაისია, პილოტმა წამოიძახა:“ო ღმერთო!“ მას აწყნარებდნენ, უთხრეს, რომ მათთან უკვე სპეციალური ჯგუფი გამოვიდა. თუმცა, ჯგუფის დანახვაზე პილოტმა დაიყვირა:“არ მომეკაროთ! ჩვენ მივფრინავთ!“.
სპეციალური ჯგუფის წევრებმა ილუმინატორებიდან მაყურებელი მგზავრების განცვიფრებული სახეები დაინახეს, ხოლო პილოტმა ფანჯარა გამოაღო და ჟურნალის ფრიალით, ითხოვდა, რომ თვითმფრინავთან ახლოს არავინ მოსულიყო. მან ძრავები აამუშავა, თვითმფრინავი ცაში აფრინდა და გაქრა.
ამ უჩვეულო შემთხვევის მტკიცებულებაა DC—4-ის პილოტისა და დისპეჩერის საუბრის ჩანაწერი, ასევე 1955 წლის კალენდარი, რომელიც იმ ჟურნალიდან გადმოვარდა…( რა მოხდა ზუსტად 4:10-ზე?; მეცნიერები დროში მოგზაურებს ეძებენ; დროის უკუსვლა შეუძლებელია; ანომალური მოვლენები).
საინტერესოაა
გიორგი ზუსტად მეც ეგ უნდა დამეწერა “საინტერესოა” . მაგრა მიყვარს ეს ბლოგი საღოლ რა
ჯერ ერთი W.W. NEWS არის იუმორისტული ხასიათის ჟურნალი და რაც იქ წერია არის ყველაფერი ტყუილი. ამ სტატიაზე წერია რომ მტკიცებულება არის ის ტომ პილოტის ჟურნალიდან გადმოვარდა კალენდარი თუმცე მე ეს კალენდარი ფოტოზეც მაქვს ნანახი და აღმოჩნდა რომ ეს კალენდარი “ფეიკია” და არაფერი ესაქმება ამ საიდუმლოსთან! ის იპოვეს რომელიღაც მიტოვებულ ფაბრიკაში, ხოლო ორიგინალი ხმის ჩანაწერი არსად მოიძებნება, სამწუხაროდ ეს ასეა, ეს უბრალოდ მოგონილი ისტორიაა :/ ! თუმცაღა საინტერესოც!
კი, გამოგონილია აბა რა ეშმაკებია 😉