ყველა ეპოქას თავისი უნიკალური ფობიები გააჩნია. ადამიანებს შუა საუკუნეებში ეშმაკთან შეხვედრის ეშინოდათ, ჩვენს დროში კი კაცობრიობის შიში, მყარად, უცხოპლანეტელებთან არის დაკავშირებული – ადამიანებისა და ცხოველების გატაცება ექსპერიმენტების მიზნით, დედამიწის დაპყრობა, წამყვანი ქვეყნების მმართველებით მანიპულირება და ა.შ. მითები ბევრია, სიმართლე კი არავინ იცის, ან თითქმის არავინ.
თემასთან დაკავშირებით ინტერვიუს რუსეთის გენერალური შტაბის გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ალექსეი სავინი იძლევა. თავის დროზე ის, საიდუმლო ოპერაციების ხელმძღვანელი იყო.
სამხედრო თვალსაზრისით რა არის ამო-ს ფენომენი?
ამო-სთან დაკავშირებით სამხედრო უწყებათა დამოკიდებულებაზე ლაპარაკი ძნელია, რადგან ის, უბრალოდ არ არსებობს. ერთ დროს ასეთი ფაქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დირექტივები ნამდვილად არსებობდა, თუმცა ყველაფერი ამითვე შემოიფარგლა. სამხედროები არაფორმალურ საუბრებში ამ თემაზე კი საუბრობდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი შემეცნებითი ხასიათისა არ იყო. როგორც ვიცი, მას მერე არც არაფერი შეცვლილა(დანარჩენი ხო ხუთიანზე შეცვალეთ :)).
ამო-ს შემსწავლელი საბჭოთა პროგრამები არ არსებობდა?
სსრკ-ში ამო-ს პრობლემის შემსწავლელი და მათთან კონტაქტის დამყარების მიზნით შექმნილი პროგრამები არ არსებობდა. ყველანაირი საუბარი ამის შესახებ ფანტაზია და გამონაგონია.
ნუთუ უცხო ცივილიზაციების მხრიდან არასოდეს ყოფილა მცდელობა კავშირზე გამოსვლისა დიდი სახელმწიფოების ხელმძღვაბელობასთან?
ქვეყნის ხელმძღვანელობამ ასეთ კავშირზე გასვლა მხოლოდ ერთხელ დაგვავალა.
დაუჯერებელია! მოგვიყევით, როგორ მოხდა ეს.
1991 წლის ივნისში უზბეკეთში წასვლა დამავალეს, რათა „უცხო ცივილიზაციების წარმომადგენლები მიმეღო“. როგორც აღმოჩნდა, ერთი ექსტრასენსი-კონტაქტორი, გორბაჩოვს უცხოპლანეტელებთან შეხვედრაში დახმარებას სთხოვდა. გორბაჩოვი რატომღაც ამ ამბით დაინტერესდა, დავალება თავდაცვის მინისტრს – იაზოვს(ფთუი ეშმაკს :)). მისცა, იაზოვმა გენშტაბის უფროსს დაავალა, გენშტაბის უფროსმა საჰაერო თავდაცვის მთავარსარდალს, ამ უკანასკნელმა კი ა. სავინს – „მიეღოთ უცხოები“!(რას გვიშვება ეს რუსული არაყი?! :)).
რჩევისთის საჰაერო თავდაცვის ძალებიდან დამირეკეს, რადგან არ იცოდნენ რა ექნათ. უცხოპლანეტელები რადარების გათიშვას ითხოვდნენ, რაიმე გაუთვალისწინებელის გამო მათი ხომალდის მიმართულებით გასროლა რომ არ მომხდარიყო. ამის გაკეთება მხოლოდ გორბაჩოვს შეეძლო და მართლაც, მან ქვეყნის სამხრეთის ცა დროებით „გაშიშვლებული“ დაგვატოვებინა.
შედგა კონტაქტი?
სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა. ჩვენი ჯგუფის ვერტმფრენის პილოტი ექსტრასენს ეჩხუბა კიდეც.
რითი გაიმართლა თავი?
მან პილოტს უთხრა, თუ არ გჯერა ჰიპნოზს გაგიგეკთებ და თვითონ ელაპარაკე უცხოებსო. პილოტი დათანხმდა(კაი უზბეკური კანაფით :)). მოულოდნელად მფრინავმა ისეთი შემეცნებითი ცოდნა გამოამჟღავნა, სპეციფიური ენით ალაპარაკდა, რომ ეჭვი აღარავის შეპარვია… ეს საუბარი მაგნიტოფონით ჩაიწერეს, ხოლო ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული დეტალური ანალიზით დაასკვნეს, რომ ჯგუფს მართლაც შეუცნობელ მოვლენასთან ჰქონდა საქმე, რომლის ბუნება ახლაც გაურკვეველია.
სამწუხაროა, რომ უცხოები არ გამოჩნდნენ…
არ ვიტყოდი, რომ ეს მისია უაზრო იყო. ჩვენს მიერ და ექსტრასენსის მიერ გაკეთებული ჩანაწერებით, რაღაც-რაღაცეები გავარკვიე. სახელმწიფო უშიშროების(КГБ) თანამშრომლებთან ერთდ ყველაფერი ახლიდან გავაანალიზეთ და დავრწმუნდით, რომ უცხოებთან კონტაქტისათვის საჭირო გასაღები ხელში გვქონდა. სამწუხაროდ, ჩანაფიქრს აგრძელება არ მოჰყვა, ჩვენი იდეები ფურცელზევე დარჩა(მაგიდაზევე :)).
ამ კვლევების გაგრძელების სურვილი თუ გქონიათ?
რა თქმა უნდა კი. ახლაც ვაგრძელებთ, ოღონდ ენთუზიაზმის დონეზე, დახმარების გარეშე სახელმწიფოს მხრიდან.
რა ინფორმაციის მიღება მოახერხეთ?
ძირითადათ იქაური კანონების, ტრადიციების, სახელმწიფო მოწყობისა და საპლანეტათშორისო ურთიერთობების შესახებ. მივიღეთ გარკვეული შემეცნებითი ინფორმაციაც.
ა.შ.შ-ს თუ აქვს მსგავსი ტიპის კონტაქტები?
არა მგონია, რომ დასავლეთს, მათ შორის ა.შ.შ-ს, უცხოპლანეტელებთან მუდმივი კავშირი ჰქონდეს(მშრალი კანონის მერე :)), ალბათ, მხოლოდ სპონტანური. მათთან მუდმივი თანამშრომლობისთვის სპეციალური ოინების ცოდნაა საჭირო. გვაქვს „ნოუ ჰაუც“, რომელიც ჩვენი მეთოდიკის საფუძველს წარმოადგენს.
საბჭოთა ან სხვა სახელმწიფო ხელმძღვანელებს თუ ჰქონიათ კონტაქტი უცხო ცივილიზაციებთან?
დარწმუნებული ვარ, რომ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში მეცოდინებოდა.
როგორ გგონიათ, უნდა გვეშინოდეს თუ არა ინტერვენციის კოსმოსელი მომხვდურების მხრიდან?
ეგ ყველაფერი სისულელეა, ადამიანების ფანტაზიის ნაყოფი. არანაირი ინტერვენცია არ იქნება(ჩვენი სხვა ქვეყნების მიმართ კი :)), მათი დაუნდობელ მონსტრებად წარმოდგენაც შეცდომაა. სხვა საქმეა ე.წ. „გატაცებები“. იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ჩვენ მივიღეთ, კვლევისთვის მხოლოდ იმ ადამიანებს ირჩევენ, რომელთა ბედი უკვე გადაწყვეტილია. ანუ ისინი ან სასიკვდილოდ დაავადებულნი არიან, ან პირადი კატასტროფა ემუქრებათ, რის გამოც მაინც დაღუპვა ელით(რა ჰუმანურები ყოფილან :)). არ არის აუცილებელი, რომ გატაცება სიკვდილით დამთავრდეს, პირიქით, მათ გამოაჯანმრთელებენ, ოღონდ დედამიწაზე აღარ დააბრუნებენ(ანომალური მოვლენები).
საღოლ 😀 მაგარი იყო, ბევრი ვიღადავე ამის კითხვისას 😀