ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ მოკლე კომპიუტერული ვიზუალიზაცია გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ოპტიკური ტელესკოპის, ევროპის ექსტრემალურად დიდი ტეელსკოიპი (E-ELT), დემონსტრირება ხდება. ტელესკოპის მშენებლობა 2027 წელს უნდა დასრულდეს, ჩილეს ერთ-ერთი უდაბნოს ტერიტორიაზე (მთა არმასონასი).
ტელესკოპის სარკის ზომა 39 მეტრი იქნება. შედარებისთვის, კოსმოსური ტელესკოპის – ”ჰაბლი”, მთავარი სარკის ზომა მხოლოდ 2,4 მეტრია, ხოლო დღეისათვის ყველაზე დიდი, კანარის დიდი ტეელსკოპის სარკის ზომა – 10,4 მეტრი. E-ELT ცამეტჯერ მეტი სინათლის შეგროვებას შეძლებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ოპტიკური ტელესკოპი. ამასთან ერთად, ატმოსფერული ხარვეზების კორექტირება მას რეალურ დროში შეეძლება. მიღებული გამოსახულებები ჰაბლისაზე 16-ჯერ მკაფიო იქნება. მეცნიერები ახალი ტელესკოპის საშულბით, უკვე აღმოჩენილი ეგზოპლანეტების, ახალგაზრდა სამყაროსა და სხვა გალაქტიკების უკეთ დანახვას გეგმავენ. ასეთი შესაძლებლობა მათ უკვე 2027 წლისთვის ექნებათ.
შეგიძლიათ მითხრათ რა ეფექტი ექნება თუ მას კოსმოსში გავუშვებთ? ჯერ რომ ტექნოლოგიურად არ ვართ მაგ დონეზე ეგ კი ვიცი 🙂