ევროპის კოსმოსური სააგენტოს ობსერვატორიამ – ”ჰერშემლი”, ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ზემასიური ხვრელის გარშემო, გავარვარებული გაზი აღმოაჩინა, რომელიც ხვრელის გარშემო ბრუნავს და ალბათ, მასზე ეცემა(ESA).
მშვილდოსანი A-ს სახელით ცნობილი ზემასიური ხვრელი მზეზე 4 მილიონჯერ მძიმეა. მზის სისტემიდან ის 26 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, გაცილებით ახლოს, ვიდრე სხვა გალაქტიკების ზემასიური ხვრელები, ამიტომ მშვილდოსანი A მკვლევართათვის საუკეთესო ”ლაბორატორიაა” მსგავსი ობიექტების შესწავლის საქმეში.
”ჰერშელმა” მისია დაასრულა, თუმცა დაგროვებული მონაცემების კვლევას წლები დასჭირდება.
გალაქტიკის სიბრტყეში მტვრის უზარმაზარი რაოდენობაა განაწილებული, რაც ირმის ანხტომის ცენტრის ხილულ დიაპაზონში კვლევის საშუალებას არ იძლევა. ”ჰერშელი” ამ მტვრის მიღმა ინფრაწითელი დიაპაზონის შოერული ნაწილის საშუალებით იხედება. მეცნიერებმა პირველად შეძლეს გალაქტკის ცენტრიდან 1 სინათლის წლის მანძილზე მდებარე რეგიონის კვლევა და იქედან წამოსული გამოსხივების, სხვა, ახლოს მდებარე წყაროებისგან გამოყოფა.
მთავარი სიურპრიზი ხვრელის შემომფარგლავი გაზების ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო. ის 1000 0C-მდეა გაცხელებული, მაშინ, როცა ვარსკვლავთშორის გაზებს, ჩვეულებრივ, აბსოლუტურ ნულზე(-273 0C) მეათედი გრადუსით მეტი ტემპერატურა აქვს. ასეთი გაცხელება, ნაწილობრივ, ახლოს მდებარე მასიური ვარსკვლავების ხისტი ულტრაიისფერი გამოსხივებით შეიძლება იყოს განპირობებული, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორი საკმარისი არაა. დამატებით, მეცნიერთა აზრით, ვარსკვლავებისა და პროტოვარსკვლავების მიერ გამოფრქვეული დამაგნიტებული გაზების დრტყმითი ტალღები შეიძლება იყოს, რომელთაც გაზის ღრუბლებისა და ნივთიერებათა სწრაფად მოძრავი ნაკადები წარმოქმნის.
”დაკვირვებებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ გავარვარებული გაზების ნაკადები მშვილდოსანი A-სკენ მიექანება. შესაძლებელია, რომ ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი სადილს პირდაპირ ”ჰერშელის” თვალწინ იმზადებს” – ამბობს ესპანეთის ასტრობიოლოგიური ცენტრის თანამშრომელი, მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ჰავიერ გოიკოეჩია(Javier Goicoechea).