ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა, ორი გალაქტიკის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღის გაჩენის დრო გამოითვალა(1).
იმ შემთხევვაში, თუ ერთმანეთს ეჯახება გალაქტიკათა წყვილი, ზემასიური შავი ხვრელებით ცენტრში, მზეზე ას მილიონჯერ მეტი მასებით, პირველი გრავიტაციული ტალღები ამ ობიექტთა შერწყმიდან, დაახლოებით 10 მილიონი წლის მერე უნდა გაჩნდეს.
სამი მილიარდი წლის ასაკის გალაქტიკათა შერწმყმის მოდელირებას ასტროფიზიკოსები ჩინეთის, შვეიცარიისა და გერმანიის სუპერკომპიუტერებზე ორი წლის განმავლობაში ატარებდნენ. აქამდე ითვლებოდა, რომ ასეთი ზემასიური შავი ხვრელების შერწყმა, ძლიერი გრავიტაციული ტალღების გაჩენას, თვითონ ამ გალაქტიკების დაჯახებიდან დაახლოებით მილიარდი წლის მერე გამოიწვევდა.
ზემასიური შავი ხვრელები, მზეზე მინიმუმ ასი ათასჯერ მეტი მასებით, თითქმის ყველა გალაქტიკის ცენტრშია და ისინი ამ გიგანტური ვარსკვლავური კუნძულების ევოლუციაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
გრავიტაციული ტალღები, ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, დრო-სივრცის შეშფოთებებია. მათი პირველი რეგისტრაცია 2015 წლის 26 დეკემბერს მოხერხდა(გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე).