რა დახოხავს მარსზე?

 ჯერ კიდევ ახლახანს მოყვარულები და მეცნიერები მარსმავალ ”ოპორტუნიტის” მიერ გადაღებულ ფოტოზე თიქოსდა არსაიდან გამოჩენილი ქვის წარმომავლობის გარკვევას ცდილობდნენ. ახლა კი უკვე ”ცნობიმოყვარეობამ”, რომელიც წერტილ ”ქიმბერლისკენ მიდის, მეცნიერები დააფიქრა – ფოტოებზე კარგად ჩანან ქვიშის ბრტყელი და სწორი ზოლები, რომლებზეც არ არის ქვები.

daxoxavs marsze 1

 ”ცნობისმოყვარეობა” ახლა ვაკეზე მოგზაურობს, რომელიც ქვიშითა და პატარა ქვებით არის დაფარული. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ ზოლები ქვიშის თხელი ფენითა და დაქუცმაცებული ხრეშით არის დაფარული, ხოლო მათ კიდეებთან უფრო დიდი ქვები აწყვია. ამ კვლების გაჩენის ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ნაპრალებია, რომლებიც ქარმა ქვიშით შეავსო. ან უძველესი მარილიანი ტბების ნარჩენებია, ნაპრალებიდან ამოშვერილი მარილის კრისტალები, მათ ქვების გაწევა შეეძლოთ, ხოლო შემდეგ ეროზიის ან დაბალი მარიალიანობის წყლის ზემოქმედებით განადგურდნენ(სიცოცხლეს ხელს არაფერი უშლიდა).

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.