მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მარსის ატმოსფეროს გაიშვიათების მიზეზი დაადგინეს. ჯერ კიდევ 4,1 მილიარდი წლის წინათ მარსზე საკმაოდ სქელი ატმოსფერო იყო, რომელსაც თხევადი წყლის არსებობისათვის საჭირო დონის სათბურის ეფექტის შექმნა შეეძლო. თუმცა 4 მილიარდი წლის წინ წითელ პლანეტაზე კატასტროფული ცვლილებები დაიწყო.
მარსის ზედაპირთან ატმოსფერული წნევა დედამიწისაზე 160-ჯერ მცირეა – სულ რაღაც 6,1 მილიბარი. ამავე დროს, ატმოსფეროს სისქე 110 კილომეტრს შეადგენს, სულ 10 კილომეტრით თხელია დედამიწისეულზე.
ასეთი სიტუაციის გამო მაცოცხლებელი წყალი წითელ პლანეტაზე მხოლოდ ყინულის სახით მოიპოვება. გაიშვიათებულ ატმოსფეროს მზიური სითბოს შენარჩუნება არ შეუძლია, ის ისევ კოსმოსში გაედინება. შესაბამისად, ტემპერატურის კატასტროფული ცვალებადობა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების უმრავლესობისთვის დამღუპველია, იგივე მიზეზებით ხდება – მარსზე ჰაეროვანი „გამათბობელი“ უბრალოდ არ არის, დედამიწიგან განსხვავებით.
რატომ ვერ შეძლო მარსმა „ღირსეული“ ატმოსფეროს მოპოვება? გრავტიტაცია აქ არაფერ შუაშია – იგივე ტიტანს, რომლის გრავიტაცია მარსისეულზე მცირეა, გაცილებით სქელი ატმოსფერო აქვს, ვიდრე წითელ პლანეტას. და მაინც, ჩვენს მეზობელს ოდესმე იქნებ ნორმალური ატმოსფერო ჰქონდა, რომელიც შემდეგ დაკარგა?
საინტერესოა, რომ წითელი პლანეტის კვლევების შედეგები იმაზე მეტყველებენ, რომ ასეთი ვერსია სრულიად კორექტული შეიძლება იყოს. ქანების ანალიზით დგინდება, რომ 4,1 მილიარდი წლის წინ მარსი სქელი ატმოსფეროთი იყო გარსშემორტყმული, რომელსაც თხევადი წყლის არსებობისათვის საჭირო დონის სათბურის ეფექტის შექმნა შეეძლო. თუმცა უკვე 4 მილიარდი წლის წინ ყველაფერი შეიცვალა – ატმოსფერომ რატომღაც გაზების დაკარგვა დაიწყო და ისეთი გახდა, როგორსაც ახლა მარსმავლები „ხედავენ“.
რა შეიძლებოდა მომხდარიყო? რატომ დაკარგა პლანეტამ აიროვანი გარსის დიდი ნაწილი? გეოლოგმა ტიმ ტომკინსონმა და მისმა კოლეგებმა, გარემოს კვლევის შოტლანდიური ცენტრიდან, საინტერესო ვერსია წარმოადგინეს, რომელიც მარსული ატმოსფეროს დიდი ნაწილის გაქრობას აგვიხსნის. მკვლევარებმა დეტალურად შეისწავლეს მეტეორიტ ლაფაიეტის(ჩამოვარდა 1931 წელს) შემადგენელი. ის, 1,3 მილიარდი წლის წინ მარსზე, გამდნარი ქანებისგან წარმოიქმნა. მოგვიანებით, სადღაც 11 მილიონი წლის წინათ, ლაფაიეტი მარსის ზედაპირიდან ასტეროიდული დარტყმის შედეგად კოსმოსში გაიტყორცნა.
ამჯერად ძირითადი ყურადღება ისეთ შენაერთზე იქნა გადატანილი, როგორიც სიდერიტია, რკინის კარბონატი. მისი გამოკვლევის მერე ნამუშევრის ავტორებმა გაარკვიეს, რომ მეტეორიტში საკმაო რაოდენობით ასრებული ეს შენაერთი, კარბონიზაციის შედეგად გაჩნდა, ანუ წყლისა და ნახშირორჟანგის(ატმოსფეროდან) ურთიერთქმედებით მარსის კლდოვან, ზედაპირულ ქანებთან, რომლებიც ოლივინს შეიცავდნენ(რკინა, მაგნიუმი და სილიკატები). სიდერიტის ფორმირებით ეს СО2, ასე რომ ვთქვათ, ქვაში უნდა წასულიყო.
ამგვარად, დადგინდა, რომ 1,3 მილირდი წლის წინ მარსზე კლდოვანი ქანების მიერ ატმოსფერული СО2-ის შთანთქმის პროცესი მიმდინარეობდა. შეიძლებოდა ეს ყველაფერი უფრო ადრე დაწყებულიყო, ანუ 4 მილიარდი წლის წინ? ტომკინსონის ჯგუფის წევრები თვლიან, რომ შეიძლებოდა – მაშინ მარსზე უკვე ნახშირორჟანგიც, წყალიც და ოლივინიც იყო. ანუ კარბონიცაზიის(ნახშირბადთან შეერთების) პროცესს ხელს არაფერი უშლიდა, რაც ჩვენი მეზობლის თბილსა და ნოტიო ატმოსფეროს მშრალსა და ცივს ხდიდა.
ასეთი რეაქცია დედამიწაზე ახლაც მიმდინარეობს, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს დაზიანება, რომელიც ძირითადად აზოტისა და ჟანგბადისგან შედგება, მას არ შეუძლია. თან რეაქციის ინტენსიურობა გაცილებით მცირეა, ვიდრე მარსზე იყო. კითხვა შემდეგშია: მზიდან მეოთხე პლანეტაზე რატომ მიმდინარეობდა ასე ეფექტურად კარბონიცაზია, ვიდრე მესამეზე(დედამიწა), და ხომ არ არსებობს რაიმე დამტაებითი მექანიზმი, რომელიც აპ პროცესებს არეგულირებს?
ამ კითვაზე პასუხის გაცემას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს: ტომკინსონის თქმით, სათბურის ეფექტის წარმომქმნელი გაზების შეერთება კლდოვან ქანებთან, დედამიწის მცხოვრებლებს ჭარბი СО2-სგან განთავისუფლებაში დაეხმარებათ. ბოლოს ჩატარებული კვლევები გვიჩვენებენ, რომ ჩვენი პლანეტის ჰაერის გარსში ამ გაზის დონემ ძალიან აიწია. გლობალურ დათბობას, როგორც ჩანს, ის არ გამოიწვევს, თუმცა მისი ჩასუნთქვა არც თუ ისე ბევრ დედამიწელ ცოცხალ არსებას ესიამოვნება…(როგორი იყო მარსი 4 მილიარდი წლის წინათ).