ახალი ინგლისის (აშშ) სუსხიან დილას, 1926 წლის 16 მარტს, ფიზიკოსმა რობერტ გოდარდმა, თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტის პირველი, ისტორიული გაფრენა განახორციელა – ეს მისი 17–წლიანი მუშაობის კულმინაცია იყო. ცილინდრული რაკეტა ლითონის ჩარჩოდან 27 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა (სასაცილოდ ჟღერს, არა?!) და მასსაჩუსეთსის შტატის (მაშინ) ქალაქ ობურნის ფერმაში ჩამოვარდა.![]()
“რა საოცარი სანახავი იყო ეს ფრენა. რაკეტა, თითქმის უხმაუროდ, უცეცხლოდ მიფრინავდა, თითქოს ამბობდა: “აქ ძალიან შევყოვნდი. თუ წინააღმდეგი არ ხართ, წავალ” – ასე დაწერა გოდარდმა მეორე დღეს. 1945 წელს, გარდაცვალებამდე, გოდარდს 200–ზე მეტი პატენტი ჰქონდა, მათ შორის იყო 1914 წლის პატენტიც – მრავალსაფეხურიანი რაკეტისთვის, რაც საყოველთაოდ აღიარებული კონცეფციაა თანამედროვე სარაკეტო ინჟინერიაში.
გოდარდის სახელს ატარებს NASA–ს ერთ–ერთი სარაკეტო ფრენების ცენტრი (NASA Goddard). დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: nasa.gov.
ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.