პოლარული ნათება საკმაოდ შთამბეჭდავი ოპტიკური მოვლენაა. დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენების ლუმინესცენცია მზის „ქარის“ შემადგენელი ნაწილაკების შემოჭრის დროს ხდება.
ატმოსფეროს პლაზმური ფენის ენერგიული ნაწილაკების ზედა ფენებში მოძრაობით ხდება ატმოსფეროს შემადგენელი გაზების მოლეკულათა აგზნებები. სწორედ ამ მოლეკულებში შემავალი ატომების გამოსხივებას ვხედავთ ჩვენ, როგორც პოლარულ ნათებას. ნთებების სპექტრი პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობაზეა დამოკიდებული: ასე მაგალითად, თუ დედამიწისთვის ყველაზე კაშკაშა ნათებას ჟანგბადისა და აზოტის მოლეკულები ახდენენ, სხვა პლანეტებისთვის ეს შეიძლება იყოს წყალბადის გამოსხივება ულტრაიისფერში.
პოლარული ნათების დროს მცირე დროში გამოიყოფა ენერგიის ძალიან დიდი რაოდენობა. დაკვირვების დროს, ციალი გამოიყურება როგორც ცის სწრაფად ცვლადი ნათება ან როგორც მოძრავი ფერადი ზოლები.
ციალი შეიძლება რამდენიმე წამიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს. საინტერესოა, რომ ეს მოვლენა უფრო ხშირად გაზაფხულზე და შემოდგომაზე წარმოიქმნება და არა ზამთარში, როგორც ზოგს გონია.
ვიდეო დეტალურად აღწერს მოვლენის წარმომშობ მექანიზმს.
httpv://www.youtube.com/watch?v=N5utQxtma2U&feature=player_detailpage